"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "პრემიერმინისტრი დროს კარგავს ამ უაზრო პროცესებით..."- ამის შესახებ მან კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა.
"ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციასთან ერთად, დაკავებულები ვიყოთ იმ საკითხებზე ფიქრითა და მსჯელობით, რაც აწუხებს საზოგადოებას, გვიწევს ამ უაზრო დაპირისპირებაში, ხელოვნურ კრიზისში რაღაცებზე საუბარი. დროს კარგავს იგივე პრემიერი ამ უაზრო პროცესებით, დროს კარგავს პარლამენტის თავმჯდომარე, დროს კარგავენ პოლიტიკოსები, მათ შორის ოპოზიციონერები.. ნაცვლად იმისა, რომ ყველა იყოს კონკრეტული ეკონომიკური, სოციალური და საგარეო პოლიტიკური საკითხების უკეთ მოწესრიგებაზე. ამის მაგივრად, ჩვენ გვიწევს დროის დაკარგვა რაღაც უაზრობაზე, ამით დაიღალა საზოგადოება", - ამბობს კობახიძე.
მასალის გამოყენების პირობები






