ირაკლი კობახიძე: როგორც ჩანს, ოპოზიციისთვის იყო თვითმიზანი შეთანხმების არმიღწევა
პოლიტიკა - 01:55, 19 Mar, 2021     1337

ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მოლაპარაკებების ჩაშლაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

როგორც მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ოპოზიციამ დააყენა ისეთი ულტიმატუმები, რომელიც "კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას ითვალისწინებდა":

"იყო ძალიან საინტერესო პროცესი, იყო წინსვლაც ამ დღეების განმავლობაში, თუმცა სამწუხაროდ, გამართლდა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით - როგორც ჩანს, ოპოზიციისთვის იყო თვითმიზანი შეთანხმების არმიღწევა. ეს გამოიხატა იმაში, რომ დაყენებული იყო ულტიმატუმები, მათ შორის ისეთიც, რომელიც ითვალისწინებდა მაგალითად კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას. ბუნებრივია ასეთი ულტიმატუმები არის აბსოლუტურად მიუღებელი დიალოგის პროცესში", - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას "მიხეილ სააკაშვილი მართავს", რის გამოც მათ "შეთანხმებაზე წასვლის არავითარი რესურსი არ ჰქონდათ".

"არის ერთი ორი გამონაკლისი, მაგრამ ეს ოპოზიციური სპექტრი, მათი უმრავლესობა რომელიც წარმოდგენილი იყო დიალოგის რეჟიმში, იმართება კიევიდან, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, შესაბამისად, ასეთ ვითარებაში შეთანხმებაზე წამოსვლის არავითარი რესურსი არ ჰქონდათ. ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც საბოლოო ჯამში ჩაშალეს მოლაპარაკება. ყველამ დაინახა ის, რომ ჩამშლელი იყო ოპოზიცია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება მოლაპარაკების დეტალებზე, კობახიძემ თქვა, რომ ამაზე ვერ ისაუბრებს, რადგან შესაძლოა, პროცესი კიდევ გაგრძელდეს.

"დღეს პროცესი არ დასრულებულა, არ ვიცით, შეიძლება გაგრძელდეს. ჩვენ ბუნებრივია ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს ეს პროცესი", - აღნიშნა კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42