"საქართველომ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ მას სურს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა და ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ დავიჭირეთ საქართველო ამ სიტყვაზე. ის ახლა ამის საწინააღმდეგოდ იქცევა. ქვეყანა სცილდება ევროკავშირს. ის არ ზრუნავს კანონის უზენაესობაზე, არ ზრუნავს შიდაპარტიულ, პოლიტიკურ დემოკრატიაზე და ქვეყანაში დემოკრატიულ აღმშენებლობაზე. ქვეყანა არ ცდილობს ოპოზიციის ჩართულობის ხარისხის გაზრდას.
როგორ გვინდა ამ დროს სერიოზულად დავუჯეროთ საქართველოს განზრახვას ევროკავშირში გაწევრიანებისა. ეს უნდა ესმოდეს საქართველოს ხელისუფლებას და კონკრეტული პასუხი გაგვცეს. გვინდა უკეთესად წარიმართოს ასოცირების შეთანხმება, ბევრი საკითხი უბრალოდ გვერდზეა გადადებული. გარკვეული სტანდარტების მისადაგება და დანერგვაც არ ხდება - არადა ეს არის წინაპირობა სრულუფლებიანი წევრობისა, მაგრამ პირველი ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ეს პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლების შესასრულებელია, რომელიც ვერ გაექცევა ამ პასუხისმგებლობას" - აცხადებს კრამონი "ფორმულას" ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






