დღეს ჩანიშნულ შეხვედრაზე ,ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების დემონსტრაციულად ერთად აცრა, იქნებოდა ძალინ კარგი ჟესტი მოსახლეობისთვის - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
"რა შეუწყობდა ხელს დღევანდელ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრას – დადგნენ და დემონსტრაციულად მაგალითად, ბადრი ჯაფარიძე, ირაკლი კობახიძე, გიგი უგულავა და ყველა დანარჩენი ვინც არიან პოლიტიკაში დადგნენ და დემონსტაციულად ერთად აიცრან.
ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი იქნებოდა მოქალაქეებისთვის, რომ ეს უსაფრთხოა და ჩვენ ვეუბნებით თუ გვინდა ქვეყანა გაიხსნას, ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ და ქვეყანამ თვალებში გამოიხედოს, მოდი, ამას მაინც ერთად მივხედოთ.
თქვენი ჩანაწერების შემდეგ ღარიბაშვილის დანახვა არ მინდა, მაგრამ მაგისთვისაც მზად ვარ, რომ ერთ ოთახში დავჯდე და გავიკეთო ვაქცინა, რადგან ეს ამ წუთას ყველაზე მეტად სჭირდება ხალხს. ვაქცინა ფუჭდება ხალხო, იმას ვადა აქვს. მოვიდეს კობახიძე და ყველა ერთად ავიცრათ, ვისაც სამედიცინო თვალსაზრისით აქვს შესაძლებლობა “, – განაცხადა გიგი უგულავამ „ტვ პირველთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






