სააკაშვილი კიევიდან მოლაპარაკებების მაგიდის აყირავებას ცდილობს - სოზარ სუბარი
პოლიტიკა - 12:12, 18 Mar, 2021     965

ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი მოლაპარაკებების პროცესს იმედიანად უყურებს. მისი განმარტებით, "ქართული ოცნების" მხრიდან ყველაფერი კეთდება, რათა მოლაპარაკებები შედგეს და არ ჩაშალოს არავინ. ის ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას და თქვა, რომ ასეთი რიტორიკით ის შეურაცხყოფას აყენებს საერთაშორისო მეგობრებს, ეს კი მოლაპარაკებების მაგიდის აყირავების მცდელობაა:

"გუშინ ყველა ვუსმენდით, ორივე მხარე გამოვიდა იმედიანი, რაც ნიშნავს, რომ მოლაპარაკებებს არ აქვს პერსპექტივა. ყოველ შემთხვევაში, "ქართული ოცნების" მხრიდან ყველაფერი კეთდება, რათა მოლაპარაკებები შედგეს და არ ჩაშალოს არავინ. თუმცა, დავინახეთ ისეთებიც, რომლებმაც დატოვეს მოლაპარაკების დარბაზი და გადავიდნენ ჩვენი პარტნიორების ლანძღვა-გინებაზე მორიგ ჯერზე. რაც შეეხება მოლაპარაკებას ყველაფერზე - დიახ, ყველაფერზე უნდა იყოს შეთანხმება, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე თმობს მხოლოდ ერთი ან მხოლოდ მეორე მხარე. ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებაზე უნდა შევთანხმდეთ ყველა. როცა ადამიანი ტოვებს მოლაპარაკებას, ნათელაშვილს ვგულისხმობ და იწყებს ლანძღვას ჩვენი მეგობრების წინააღმდეგ, როცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კიევიდან იწყებს ჩვენი მეგობრების ლანძღვას და პრაქტიკულად ძაღლებს უწოდებს - "ისინი ჰყეფენ და ქარავანი მიდის, მე ჩემს საქმეს ვაკეთებო", ეს არ გვიკვირს, რადგან ეს არის ადამიანი, რომელმაც კოლონიზატორებს შეადარა დასავლეთი, ეს არის მცდელობა ზუსტად, რომ აყირავდეს მოლაპარაკების მაგიდა, არ შედგეს შეთანხმება და ვერ ეშვება თავის ოცნებას რევოლუცია მოაწყოს, მაგრამ ეს რევოლუცია არ მოხდება და ამას ქართველი ხალხი ხედავს,"- განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ "ყველა ადამიანი, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებასა და გავლენებს, ამორალური და იდიოტია"






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42