ამ ხელისუფლების პირობებში გამოძიების ბოლომდე მიყვანის იმედი არ გვაქვს - ბოტკოველი შეიარაღებულ თავდასხმაზე
პოლიტიკა - 11:59, 18 Mar, 2021     980

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში იმედოვნებენ, რომ გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, როდესაც პარტიის მთავარ ოფისს იარაღიდან ესროლეს, გამოძიება ბოლომდე იქნება მიყვანილი და დაისჯება არა მხოლოდ შემსრულებელი, არამედ დამკვეთიც.

აღნიშნულის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა გიორგი ბოტკოველმა ისაუბრა:

"იმ ხელისუფლებისა და ძალოვანი უწყების პირობებში, რომელთაც 3000 ადამიანი მოჰყავთ მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისში, რათა ლიდერი დააკავონ, გამოძიების ბოლომდე მიყვანის იმედი არ გვაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, პროცესებს დავაკვირდებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამოიკვეთოს არა მხოლოდ შემსრულებელი, არამედ დამკვეთი.

რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, რომ თითქოს ჩვენ თავად ვესროლეთ ჩვენს ოფისს, ეს მოულოდნელი არ ყოფილა. ვსაუბრობდით კიდეც, რომ ეს ნარატივი ექნებოდათ. ეს იყო სრულიად სამარცხვინო და საზიანო გამცხადება არამხოლოდ პერსონებისთვი, არამედ ქვეყნისთვის. მმართველი პარტია ცდილობს სახელმწიფო ბოლომდე ჩამოანგრიოს" - აღნიშნა ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისზე გაკრულ ჯიკა მელიას ბანერს რამდენჯერმე ესროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული განცხადებით კი, პირი, რომელმაც გასროლა მოახდინა დაკავებულია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42