საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ "ყველა ადამიანი, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებასა და გავლენებს, არის ამორალური და იდიოტი" , - ამით მან უპასუხა კითხვას, რომლის თანახმადაც, ბოლო დროს, იყო როგორც ევროპარლამენტარების, ასევე საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის განცხადებები, "მაშინ, როცა საუბარია, რომ ივანიშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას და გავლენებს, იქ თქვენი სახელი და გვარი, მიხეილ სააკაშვილი იყო ნახსენები".
მისივე თქმით, თანაბარი პირობები რომ შემქნან ქვეყანაში ად იქნება ივანიშვილი "მაგასაც ვნახავთ".
"ყველა ადამიანი, ვინც ამას ამბობს, არის ამორალური და იდიოტი. ძალიან მარტივი მიზეზის გამო, სააკაშვილი არ რეკავს მოსამართლეებთან და არ წერს განაჩენებს. სააკაშვილი არ ურეკავს პროკურორებს, არ ატერორებს და არ აგზავნის პოლიციას. მე არ მიშვებენ ჩემ ქვეყანაში.
აბა, შემომიშვან ჩემ ქვეყანაში, შექმნან თანაბარი პირობები, სად იქნება ივანიშვილი, მაგას გაჩვენებთ. შექმენით თანაბარი პირობები, მიუდექით იმავე სტანდარტებით, როგორიც არის დასავლეთში", - განაცხადა სააკაშვილმა "ტვ პირველთთან".
მასალის გამოყენების პირობები






