"დღევანდელი დისკუსიის შემდეგ საკითხები შეთანხმებისთვის მზად არის" - თალაკვაძე
პოლიტიკა - 22:55, 17 Mar, 2021     1177

"პოზიციები ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის საჭირო საკითხებზე ძალიან დაახლოებულია, დღევანდელი დისკუსიის შემდეგ ეს საკითხები შეთანხმებისთვის მზად არის",- ამის შესახებ პარლამენტის თამჯდომარემ , არჩილ თალაკვაძემ, კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თაკავაძის შეფასებით, მხარეებს შორის ჯანსაღი დისკუსია გაიმართა და შეხვედრა პოზიტიური იყო.

"ეს იყო ძალიან ჯანსაღი და კარგი დისკუსია, რომელიც საბოლოო ჯამში, მოლაპარაკების პროცესს და შეთანხმებას შეუწყობს ხელს. ვისურვებდი, რომ დღეს ოპოზიცია როგორც იყო წარმოდგენილი და რა დამოკიდებულებაც ჰქონდა ამ დიალოგის მიმართ, ეს იყოს საერთო სტანდარტი სხვა დროსაც, რაც ძალიან კარგი იქნება.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პარლამენტშიც გვინდა, რომ იყოს ზუსტად ისეთი ოპონირება და საუბარი, რაც დღეს ვნახეთ აქ, ევროკავშირის ფასილიტაციით მიმდინარე დიალოგის მაგიდასთან.

დღევანდელ შეხვედრაში პოზიტიური იყო ის, რომ მეტი დრო დავხარჯეთ საერთო საკითხების და არგუმენტების მოძებნაზე, პოზიციების შეთანხმებაზე, ვიდრე დაპირისპირების საკითხებზე და ჩვენს პოზიციებს შორის განსხვავებების ძებნაზე.

დიალოგის ამოსავალი წერტილია, მოვძებნოთ საერთო პოზიციები და არა განსხვავებები, რომელიც უამრავია, ძალიან ბევრი საკითხია, რაზეც ვერ შევთანხმდებით ვერც მომავალში, თუ ამას პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავთ.

პოზიციები ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის საჭირო საკითხებზე ძალიან დაახლოებულია, დღევანდელი დისკუსიის შემდეგ ეს საკითხები შეთანხმებისთვის მზად არის, ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში, რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, ნამდვილად არის შესაძლებელი, თუ ოპოზიცია პრაგმატულ ნაბიჯებს გადადგამს და სიტუაციას რეალურად შეაფასებს, ეს შეთანხმება შედგეს“,-აცხადებს თალაკვაძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42