" რაც შეიძლება მალე უნდა შემცირდეს პოლიტიკური პოლარიზაცია, ოპოზიციური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში", - ასე ეხმაურება ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ცენტრალურ აზიაში პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის , ვიზიტს.
"როგორც ყოველთვის, ნატო მხარს უჭერს საქართველოს. რეგიონალური სიტუაციის გათვალისწინებით, კოვიდის კრიზისისა და რეფორმების უწყვეტი საჭიროების გამო, საქართველოს არ აქვს დრო ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისისთვის. რაც შეიძლება მალე უნდა შემცირდეს პოლიტიკური პოლარიზაცია, ოპოზიციური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში, რათა საკანონმდებლო ორგანომ შეძლოს გამართული ფუნქციონირება. ყველა მხარე უნდა შეთანხმდეს პოლიტიკური პროცესის საერთო გზაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირსა და შეეღთებული შტატების შუამავლობის მცდელობებს, რომელსაც ორი შესანიშნავი დიპლომატი ხელმძღვანელობს," - წერს სოციაულურ ქსელში ჯეიმს აპატურაი.
მასალის გამოყენების პირობები






