"დღევანდელ შეხვედრაზე "ქართული ოცნების" წევრების ტონი იყო პრინციპულად განსხვავებული იმისგან, რასაც ჩვენ მათი საჯარო განცხადებებისას ვისმენთ" , - ამის შესახებ "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ , კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბევრ ტექნიკურ დეტალს უბრალოდ ვერ მოვყვები, ერთი იმის გამო, რომ ამ პირობით იმართება მოლაპარაკებები და ეს პირობა თავად მომლაპარაკებლებმა დააყენეს, მათ შორის პირადად ბატონმა დანიელსონმა. მეორე არანაირი სურვილი არ მაქვს, თუნდაც პატარა საბაბი მივცე "ოცნებას" იმისათვის, რომ მოლპარაკებები ჩაშალოს და მაგიდა ააყირაოს. დღევანდელ შეხვედრაზე "ქართული ოცნების" წევრების ტონი იყო პრინციპულად განსხვავებული იმისგან, რასაც ჩვენ მათი საჯარო განცხადებებისას ვისმენთ. ტონალობას ვგულისხმობ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავიარეთ შარლ მიშელის მიერ დატოვებული საკითხები. მე მაქვს განცდა, რომ ხვალიდნელი დღე შეიძლება იყოს გადამწყვეტი, - თქვა ჯაფარიძემ "დღის სტუმარში".
მასალის გამოყენების პირობები






