ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა
პოლიტიკა - 19:32, 17 Mar, 2021     741

საქართველოს პრემიერ-მინისტრი , ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატოს სათავო ოფისში უმასპინძლა - შეხვედრისას ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და განახლებულ არსებით პაკეტს, რომელიც დაეხმარება საქართველოს მდგრადობის გაძლიერებაში და ალიანსთან თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის.

ირაკლი ღარიბაშვილმა იენს სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისა და 2020 წლის ანგარიშისთვის, რომელშიც საქართველოსთან თანამშრომლობას ცალკე ქვეთავი ეძღვნება და აღნიშნულია, რომ ალიანსი აგრძელებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად.

მხარეებმა ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და საქართველოს როლზე ამ მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები.

იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა დაა სუვერენიტეტისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

აღსანიშნავია, რომ საუბრისას, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს განსაკუთრებულ როლს ნატო-ს სამშვიდობო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობის კუთხით, რისთვისაც ნატოს გენერალურმა მდივანმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42