"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "თუ უარს იტყვიან ჩვენს ორ მთავარ მოთხოვნაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, შეთანხმება ვერ შედგება".
მინაშვილის შეფასებით, ეს იქნება "ქართული ოცნების" მხრიდან ნაბიჯი ევროკავშირის და ევროპის წინააღმდეგ.
"ყველა ოპოზიციური პარტიისთვის და ჩვენთვის განსაკუთრებით არის ორი მთავარი პრიორიტეტული საკითხი: პოლიტპატიმრების გათავისუფება და რიგგარეშე არჩევნები. იმ განწყობით, რაც აქვს "ქართულ ოცნებას" და ეს გამოიკვეთა ღია კომუნიკაციაში, ბუნებრივია, მარტივი არ იქნება შეთანხმება. თუ ეს ხალხი უარს იტყვის ჩვენს ორ მთავარ მოთხოვნაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, შეთანხმება ვერ შედგება და ეს იქნება მათი მხრიდან ნაბიჯი ევროკავშირის და ევროპის წინააღმდეგ", - ამბობს მინაშვილი "დღის სტუმარში".
მასალის გამოყენების პირობები






