"მჯერა მათი კონსტრუქციული ნაწილის, არ ვგულისხმობ სააკაშვილს და მის რადიკალურ ზრახვებს"- ღარიბაშვილი ოპოზიციას პარლამენტში შესვლას სთავაზობს
პოლიტიკა - 16:22, 17 Mar, 2021     1096
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელიდან ოპოზიციის "კონსტრუქციულ ნაწილს" პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.
მთავრობის მეთაური იქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ გულისხმობს "სააკაშვილს და მის რადიკალურ ზრახვებს".


ამასთან, ღარიბაშვილის მტკიცებით, ის განცხადებები, რომლებიც გუშინ გაკეთდა ევროკავშირისა და ევროკომისიის სახელით, გამორიცხავს ყველა სახის კითხვას ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.
"ქართული ოცნების" ლიდერმა საქართველოში მიმდინარე პროცესებს „ხელოვნურად შექმნილი კრიზისი" უწოდა.


"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ დიალოგს ოპოზიციასთან, მაგრამ ყველა იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც თქვენ აქ გუშინ მოისმინეთ... დღეს მე მქონდა ევროპარლამენტში ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჩვენს მეგობრებთან, იმ ხალხთან, რომლებიც არიან დაინტერესებულები საქართველოს უკეთესი მომავლით. რომ შევაჯამოთ, მათი საერთო რჩევა არის შემდეგი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ საერთო ენა და პოლიტიკური ცხოვრება ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში. ეს არის ყველას პოზიცია და ყველაში ვგულისხმობ ყველას აბსოლუტურად, არავის არ დაუფიქსირებია განსხვებული პოზიცია.

მე მქონდა ნაყოფიერი საუბარი ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, სულ ახლახანს მქონდა ძალიან საინტერესო საუბარი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ბატონ მაკკალისტერთან და სხვა ჩვენს მეგობრებთან, რომლებიც რეალურად არიან დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლით. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, დიალოგს ვაგრძელებთ, მაგრამ ყველა იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც თქვენ აქ გუშინ მოისმინეთ. ის განცხადებები, რომელიც არის ბორელის, ვარჰელის, ეს არის ევროკომისიის ოფიციალური პოზიცია, ეს პოზიცია გაახმოვანეს მათ, აქედან გამომდინარე, კითხვები, რომლებიც უკავშირდება არჩევნების ლეგიტიმურობას რომელიც ჩატარდა და რომელზეც ჩვენ ბოლო ანგარიში ვნახეთ ოდირის, მოვისმინეთ გუშინ ევროკავშირის განცხადებები, დღესაც იგივე დადასტურდა, რეალურად ეს გამორიცხას ყოველგვარ კითხვას, რომელიც ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან მომდინარეობს.

აქედან გამომდინარე, მე მჯერა ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილის, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ სააკაშვილს და მის რადიკალურ ზრახვებს და იდეებს. მე მჯერა, იმ კონსტრუქციული სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერების, რომლებიც გადაწყვეტენ, მიიღებენ გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდებიან პარლამენტს იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე ჩვენი მოსახლეობისთვის იყოს უკეთესი,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42