ენმ-ს წევრმა აკაკი მინაშვილმა ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ თუ მმართველი გუნდი პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს და რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ "ქართული ოცნება" ევროპის წინააღმდეგ მიდის და შეთანხმება არ შედგება.
"მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩვენი ძალიან მტკიცე და მკაფიო პოზიცია, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობთ იმისთვის, რომ ქვეყანაში კრიზისი გადაწყდეს, ეს არის გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ეს არის მთავარი საკითხები და თუ ჩვენ ამ საკითხებზე არ გვექნება შენხვედრი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებისგან და თუ ამ მოთხოვნებსა და პრიორიტეტულ საკითხებზე არ იქნება კომპრომისი "ქართული ოცნების" მხრიდან, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" წავიდა ევროპის წინააღმდეგ და შეთანხმება არ შედგება.
ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის უტიფარი განცხადებები ბრიუსელში და ასევე, აქ კობახიძის და თალაკვაძის განცხადებები. მათ განაცხადეს, რომ არც არჩევნები არ იქნება და არც პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან. ამ შემთხვევაში ჩვენი პოზიცია არის და გავიმეორებ - თუ ნიკა მელია და გიორგი რურუა არ იქნებიან გათავისუფლებული და თუ არ იქნება ვადამდელი არჩევნები და ეს საკითხები არ იქნება გადაწყვეტილი, მაშინ შეთანხმება ვერ შედგება. თუ ეს აგრესიული რიტორიკა ოცნებისგან გაგრძელდა, ეს ნიშანვს იმას, რომ ევროპისკენ კარს ხურავენ" - განაცხადა მინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






