პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში - "ოცნება" და ოპიზიცია დანიელსონს ერთად ხვდება
პოლიტიკა - 16:13, 17 Mar, 2021     1127

ევროკავშირის წარმომადგენელ, კრისტიან დანიელსონს მმართველი პარტია და ოპოზიცია ერთად ხვდება. დაპირისპირებული მხარეები ამ ვიზიტის ფარგლებში ერთი მაგიდის ირგვლივ დღეს პირველად ვიხილეთ.

პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, შესაძლოა, მომლაპარაკებლებმა შეძლეს მხარეთა პოზიციების დაახლოება.

"თავისთავად ის ფაქტი, რომ მომლაპარაკებლებმა გადაწყვიტეს ერთად დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიცია და ქართული ოცნება, შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ მათ შეძლეს პოზიციების დაახლოება. ეს შეიძლება იყოს ოპტიმიზმის საფუძველი. ოღონდ, კიდევ ერთხელ გეუბნებით - შეიძლება. ეს არ არის ნამდვილად ასე, მაგრამ, შეიძლება ეს ამის ნიშანი იყოს...

არცერთ მხარეს არ აქვს სრული ინფორმაცია, აქვს მხოლოდ და მხოლოდ მომლაპარაკებლებს. მე გამიჭირდება კომენტარის გაკეთება იმაზე, როგორი შეხვედრა იქნება და რა ფორმატი იქნება. ვიცი, რომ იქნებიან "ოცნების" წარმომადგენლებიც. ერთადერთი რაც ვიცი, არის ეგ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ოფისში შესვლამდე.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის თქმით, მოლაპარაკების დოკუმენტში ექვსივე პუნქტი, მათ შორის რიგგარეშე არჩევნებისა და პატიმრების გათავისუფლების საკითხი უნდა დარჩეს.

„ჩემთვის პრინციპულია რომ ექვსივე საკითხი იყოს დოკუმენტში და თითოეულ ამ საკითხზე იყოს შეთანხმება. რა თქმა უნდა, დიდ ანგარიშს გავუწევ დასავლელი პარტნიორების პოზიციას, მაგრამ ყველასთვის ცნობილია ჩვენი პოზიციებიც. ყველა საკითხი უნდა იყოს დოკუმენტში. საუბრებია, რომ რიგგარეშე არჩევნების ან პატიმრების საკითხი ამ დოკუმენტიდან ამოვარდება, პირდაპირ გეუბნებით, ამის 1%-იან შანსსაც არ ვუშვებ. ასე არ დგას საკითხი, ეს არის არასწორი ინფორმაცია, რაც ვრცელდება. ორივე ეს საკითხი აუცილებად იქნება“,- განაცხადა ვაშაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42