ენმ-ს წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მოლაპარაკების შედეგებზე ვერ იქნება საუბარი, თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან. მისი თქმით, როგორც ჩვენი საზოგადოება, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა შეთანხმებულია იმ საკითხზე, რომ დღეს ნიკა მელია და გიორგი რურუა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მძევლები არიან.
"ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი მოლაპარაკებები და ამ მოლაპარაკებების შედეგზეა დამოკიდებული რამდენად შევძლებთ ერთობლივი ძალებით დავძლიოთ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც შეგვიყვანა ხელისუფლებამ. როდესაც ამ მოლაპარაკებების ფონზე ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს, ეს არის სასაცილო. როგორც ჩვენი საზოგადოება, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა შეთანხმებულია იმ საკითხზე, რომ დღეს ნიკა მელია და გიორგი რურუა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მძევლები არიან. ვერანაირ შედეგზე ვერ იქნება საუბარი, თუ პოლიტპატიმრების გათავისუფლება არ მოხდება, ეს არის მთავარი წინაპირობა, რომ ორიენტირებულები ვიყოთ კონკრეტული შედეგის მიღწევაზე.
გუშინ ღიად იყო განცხადებული ბრიუსელიდან, რომ პასუხისმგებლობის უდიდესი წილი მოლაპარაკებების პროცესში სწორედ ხელისუფლებას ეკისრება. იმედი მაქვს, „ქართული ოცნება” აცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას. ერთადერთი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან არის შეთანხმების მიღწევა", - განაცხადა უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






