ოცნების დეპუტატის სოზარ სუბარის განცხადებით, ასოცირების საბჭოს შეხვედრების შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ საპარლამენტო საქმიანობას ალტერნატივა არ აქვს. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ, რომე არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა:
"ბორელის განცხადებისა და ზოგადად, ასოცირების საბჭოს შეხვედრების შემდეგ, ქართულ ოპოზიციურ სპექტრში გარკვეული პოლარიზაცია მოხდა - ბევრმა პარტიამ დაინახა, რომ საპარლამენტო საქმიანობას ალტერნატივა არა აქვს, ხოლო ოპოზიციის მეორე ნაწილი უფრო რადიკალურ მოქმედებებზე წავა. როცა გუშინ ბორელმა სამართლიანი არჩევნების შესახებ თქვა, ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერის კრიტიკა მოჰყვა. ბატონ ბორელს ინგლისურის სწავლება დაუწყეს და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი.
ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერის მხრიდან ნამდვილად გამოჩნდა, რომ ისინი გაცილებით უფრო კონსტრუქციული არიან, ვიდრე მანამდე იყვნენ. დაველოდოთ მოვლენებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო იყოს მყარი. სხვათა შორის, როცა თავის დროზე ოპოზიციის წარმომადგენლებს სადეპუტატო მანდატები არ შევუწყვიტეთ, ეს სწორედ ჩვენი კონსტრუქციულობის მკაფიო მაგალითი იყო. მანდატები რომ შეგვეწყვიტა, დღეს არანაირი დიალოგი და მოლაპარაკება არ იქნებოდა, ვერანაირი ევროკავშირის შუამდგომლობა ვერ შედგებოდა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მასალის გამოყენების პირობები






