ოცნების დეპუტატი დავით მათიკაშვილი ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროპელი კოლეგები ადასტურებენ არჩევნების თავისუფა და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას. მისი თქმით, ეს გზავნილი ოპოზიციისთვის სტიმული უნდა იყოს, რათა ქვეყნითვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ:
„ძალიან მკაფიო გზავნილები იყო გაკეთებული ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან ჩვენი საზოგადოების და კონკრეტულად ოპოზიციის მისამართით. კიდევ ერთხელ იყო ხაზგასმული, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. ეს არის ის საკითხი, რამაც მეტი სტიმული უნდა მისცეს ოპოზიციას იმისთვის, რომ საღი, რაციონალური და ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნას მიღებული მოლაპარაკების მაგიდასთან. ის, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ პოსტულატის სიცრუეს, რომ არჩევნები გაყალბდა, ამიტომ ყველა არგუმენტი ამ კუთხით ოპოზიციას რეალურად ხელთ არ აქვს. შესაბამისად, ეს პოლიტიკური კრიზისი ნათელია, რომ ფაქტობრივად ხელოვნურად არის გამოწვეული ოპოზიციის მხრიდან, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, „ქართული ოცნება“ არის მზად მიიღოს რაციონალური, სწორი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, რომელიც რა თქმა უნდა, უნდა იყოს ზეპარტიული,"- განაცხადა მათიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






