მას შემდეგ, რაც განათლებისა და კულტურის სამინისტრო ორ უწყებად გაიყო, პარლამენტში კულტურის კომიტეტის შექმნის საჭიროება დადგა. გავრცელებული ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარედ ელისო ბოლქვაძე განიხილება.
ოცნების დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ბოლქვაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს:
"თავმჯდომარის დასახელებას რაც შეეხება, ეს მოხდება მას შემდეგ რაც შეივსება კვოტა, ანუ რაოდენობა იქნება ნახევარზე მეტი, რაც დადგენდება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ, ამის შემდგომ მოხდება თავმჯდომარის წარდგენა და ბიუროს მეშვეობით უკვე სესიაზე კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის დამტკიცება. რაც შეეხება კანდიდატურებს, როგორც ელისო ბოლქვაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი მისი კანდიდატურაც არის. თუკი დადგება მისი კანდიდატურა, ბუნებრივია, რომ ჩვენ მას მხარს დავუჭერთ,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






