მზად ვართ, ამ არალეგიტიმურ პარლამენტშიც შევიდეთ, თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება - ბოკერია
პოლიტიკა - 10:38, 17 Mar, 2021     1819

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში გრძელდება. ის გუშინ ღამით ისევ შეხვდა პრეზიდენტ ზურაბიშვილს ოფიციალურ ვახშამზე. დანიელსონი ქვეყანაში იქამდე დარჩება, სანამ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გარკვეული შეთანხმება არ მოხდება.

როგორც ბრიუსელში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, მისაღები შედეგის მისაღწევად დათმობაზე ორივე მხარე უნდა წავიდეს.

ოპოზიციის შეფასებით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლებას აქვს მთავარი პასუხისმგებლობა, ოპოზიცია კი თავის მხრივ დათმობაზე წავა და პარლამენტში შევა, იმისათვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს:

"ყოველთვის, ყველა ცივილიზებული პარტნიორი მოუწოდებს ორივე მხარეს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას აქვს მთავარი პასუხისმგებლობა.

ოპოზიციას თავისი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული აქვს, ამ არალეგიტიმურ პარლამენტშიც მზად ვართ ოპოზიცია, რომ შევიდეთ ოღონდ მხოლოდ იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, მომზადდეს, პოლიტპატიმრები იქნენ თავისუფალი. კომპრომისი ვერ იქნება იმ საკითხზე, რომელიც მიგვაჩნია საკვანძოდ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად.

ვადამდელი, ნორმალური არჩევნების გარეშე, იქამდე პოლიტპატიმრების გათავისუფლების, სისტემის და ადმინისტრაციის ცვლილების გარეშე, ეს ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა", - განაცხადა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42