თალაკვაძე: ვინმემ არ იფიქროს, რომ რომელიმე ოპოზიციონერს ვეხვეწებით, პარლამენტში შემოდითო
პოლიტიკა - 01:10, 17 Mar, 2021     1665

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ ტალაკვაძე აცხადებს, რომ პარლამენტი არ არის ის კონსტიტუციური ინსტიტუტი, სადაც ვინმეს ეხვეწებიან, რომ შევიდეს. თუ არ უნდათ მუშაობა, შეუძლიათ, რომ დარჩნენ ქუჩაში:


"პარლამენტი არ არის ის კონსტიტუციური ინსტიტუტი, სადაც ვინმეს ვეხვეწებით, ან საზოგადოება ეხვეწება, რომ შევიდეს. თუ არ უნდათ მუშაობა, შეუძლიათ, რომ დარჩნენ ქუჩაში. მთავარი აქ არის რა, როდესაც 2-მა მილიონმა ჩვენმა მოქალაქემ, პანდემიის მიუხედავად, გააკეთა თავისი არჩევანი; როდესაც ჩვენ ყველა ვამბობთ, რომ ქვეყანაში გვსურს დემოკრატია და ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებით [უნდა] წარიმართოს, მაშინ ამას უნდა ვცეთ პატივი. როდესაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მანდატები არ შეგვეწყვიტა, ეს იმას არ ნიშნავს, რო ვინმეს ძალით ვეხვეწებით მუშაობას. [...]

ვინმემ არ იფიქროს, რომ ჩვენ რომელიმე ოპოზიციონერს ვეხვეწებით, რომ პარლამენტში შემოდით. საერთოდაც, ეს პარლამენტი არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის. ეს არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი, საკონსტიტუციო ინსტიტუტი, რომელიც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული და ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მის დაკნინებას ისახავს მიზნად, არის ანტიკონსტიტუციური და არის ხალხის ინტერესების წინააღმდეგ" - ამბობს თალაკვაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42