"დააყენეთ ქართველი ხალხის ინტერესი წინ და მოძებნეთ კომპრომისი" - ბრიუსელში ღარიბაშვილს ფუნქცია შეახსენეს
პოლიტიკა - 17:51, 16 Mar, 2021     1373
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ამბობს რომ შეთანხმება აუცილებლად უნდა შედგეს.

"დააყენეთ ქართველი ხალხის ინტერესი წინ და მოძებნეთ კომპრომისი" - მიმართა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ღარიბაშვილს.

ევროკომისიის ლიდერმა ოპოზიციასაც მიმართა რომ პარლამენტის ბოიკოტი არ არის გამოსავალი, პოლიტიკური პლურალიზმის თვალსაზრისით.

"ყველა პარტიამ და პოლიტიკურმა აქტორმა საქართველოში არსებული სიტუაციის უფრო ფართო შედეგები უნდა გაითვალისწინოს, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, პრიორიტეტად ქართველი ხალხის ინტერესი დაისახონ და გამონახონ კომპრომისი.

სამწუხაროდ, შეთანხმება ამ დრომდე არ შემდგარა, თუმცა პრემიერმინისტრთან საუბრის დროს ჩვენთვის გასაგები გახდა, რომ ის მყარად ერთგულებს კონსტრუქციულ თანამშრომლობას და პროგრესს. იგივე ქმედებებია საჭირო ოპოზიციის მხრიდანაც"- თქვა მან.

ჟოზეფ ბორელის თქმით, ქრისტიან დანიელსონი უახლოეს დღეებში კონკრეტულ შეთავაზებებს გააკეთებს, იმ საკითხების ფარგლებში, რაზეც მხარებმა დღეს ისაუბრეს.

მომხსენებლის თქმითვე, რასაკვირველია, როგორც არსებული სიტუაცია მოითხოვს, ორივე მხარის კომპრომისი იქნება საჭირო:

"მე პრემიერ-მინისტრს ვუთხარი, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას, რომ სამომავლოდ შეთანხმება მიაღწიოს პოლიტიკურ სპექტრში და სამომავლოდ პოლიტიკური საქმიანობა არ არის ჯანსაღი ფუნქციონირებად დემოკრატიაში, თუ არ იარსებებს დიალოგი."- განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

“გასული წლის ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირი გამუდმებით იმეორებდა, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე ერთ პლატფორმაზე უნდა მოექცეს და არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში უნდა მოახერხოს ურთიერთობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ამ ცხოვრებაში, როცა ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის და სამომავლოდ ძალიან ფართომასშტაბიანი რეფორების დღის წესრიგი აქვს განსახორციელებელი. ეს არის საარჩევნო სისტემისა და სასამართლო სისტემის რეფორმა და მთავრობისთვის ეს გულისხმობს მაღალი კლასის ლიდერობის დემონსტრირებას.

ჩვენ პარლამენტის გვერდის ავლით ვერ მოვახდენთ ქვეყანაში პლურალიზმის დამკვიდრებას. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა მოთამაშეს საქართველოში უფრო ფართოდ უნდა ესმოდეს, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამან და ყველას ვთხოვთ, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოს და კომპრომისზე წავიდეს.

ეს მომენტი და ეს დრო არის გადამწყვეტი. საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰყავდეთ წარმომადგენელი ხელისუფლებაში, რომლებიც წარმოადგენენ მის ინტერესებს ევროკავშირში და ჩვენც საუკეთესო ინტერესებით ვმოქმედებთ“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.


და იქვე დასძინა, რომ "ყველა პოლიტიკურმა აქტორმა უნდა მოძებნოს საერთო ენა რათა გამოვიდნენ არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან".

"ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქრათველო ებრძვის პანდემიას და მაშინ როცა მას გააჩნია ფართომასშტაბიანი რეფორმების დღის წესრიგი, საარჩევნო და სასამართლო რეფორმების შესახებ. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიას და მთავრობას რომ მოძებნოს გზა წინსვლისთვის. ბოიკოტირება არ არის ნამდვილად სასარგებლო ფუნქციური დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის"- განაცხადა ბორელმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, "ორივე მხარე ევალება, რომ ორმხრივად შეთანხმებადი გამოსავალი მოიძიონ".

"განვიხილეთ მედიაციის შედეგები, რომელსაც უძღვება პრეზიდენტი და მისი წარმომადგენელი ბატონი დანიელსონი. სამწუხაროდ, ჯერ შეთანხმება არაა მიღწეული, მაგრამ ბატონ პრემიერთან საუბარში, რამდენადაც მე ვიცი, პროგრესის მიღწევისკენ ნაბიჯები იდგმევა. იგივე უნდა განახორციელოს ოპოზიციამაც. ბატონი დანიელსონი წარმოადგენს თავის წინადადებებს, რომელსაც რამდენიმე დღეში მოვისმენთ და როგორც მსგავს სიტუაციაში ხდება, ორივე მხარემ უნდა დათმოს, რომ ორივე მხარისთვის მისაღები შედეგი იყოს მიღწეული"- დასძინა ბორელმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42