ოპოზიციის მხრიდან მოლაპარაკებების დეტალებზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდება - მდინარაძე
პოლიტიკა - 15:49, 16 Mar, 2021     1159

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, მოლაპარაკებების შესახებ ოპოზიციის მხრიდან არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. მისი განმარტებით, პროცესის დაზიანებისგან თავის ასარიდებლად საჭიროა დეტალებზე საუბრისგან ორივე მხარემ თავი შეიკავოს, თუმცა მეორე მხრიდან არა თუ თავის შეკავება, არამედ ცრუ ინფორმაცია მოდის:

"ჯერ ხომ ცუდია, როცა ამბობ იმას, რაზეც თქვით, რომ არ მოვყვები გარეთ, იმიტომ, რომ პროცესი არ დავაზიანო, ჩვენი ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან ვხედავთ არათუ დეტალების მოყოლას, არამედ ამ დეტალების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, შეგნებულად. მგონი ამას თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ძალიან მალე მოვა ის დრო, როცა ჩვენ ამ დეტალებზე ვისაუბრებთ და გამოჩნდება ვინ იყო მართალი, ვინ რა წინადადებას აყენებდა. უბრალოდ კიდევ ვერ ვლაპარაკობთ და ბოდიში საზოგადოებას, მათ შორის ჩვენს ამომრჩეველს, რომელიც ამ ინფორმაციულ ვაკუუმში ამ არასწორ ინფორმაციას იღებს. ჩვენ სამართლიანი პირობებიდან არ გავდივართ არსად, პირობა რომ არ დავარღვიოთ.

ამ მართლა რთულ პერიოდში, ტყუილების ლაპარაკზე კი არ არის საუბარი, მოცემულობა და კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ. ამის მიუხედავად ჩვენთან, შიგნით ვერა და ვერ დარწმუნდა ბევრი პოლიტიკოსი, რომ ამ პანდემიისგან მიყენებული უმძიმესი ზიანის ფონზე, ამ ეკონომიკური და სოციალური მძიმე პრობლემების ფონზე, ამ უმუშევრობის ფონზე კიდევ უფრო მეტი პასუხისმგბელობა გვმართებს. დეტალების გამჟღავნება და სიცრუის საუბარი კი არა მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს. ხვალ და ზეგ ხომ გაირკვევა, რომ ჩვენი მხრიდან კეთდებოდა ის, რაც უნდა გაკეთებულიყო, მეორე მხრიდან რა მივიღეთ? პასუხი ხომ უნდა გაეცეს რამდენიმე დღის შემდეგ?! ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საერთო ინტერესის დასაცავად და არა პარტიული ინტერესის დასაცავად, იმავეს ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებსაც. იმედია მათშიც აღმოჩნდებიან ადამიანები, ვინც ამას გააკეთებენ“, - განაცხადა მდინარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42