ღარიბაშვილი ჟოზეფ ბორელს შეხვდა
პოლიტიკა - 15:44, 16 Mar, 2021     1187

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს შეხვდა.

პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომამდე გაიმართა, ორმხრივი დღის წესრიგის ყველა ძირითადი მიმართულება განიხილეს. აღინიშნა ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკის, პოლიტიკის და დემოკრატიზაციის რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.

ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე, სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე, გეოპოლიტიკურ პროცესებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე.

აღინიშნა, რომ მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, რომ საქართველომ 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე და დგამს ყველა შესაბამის ნაბიჯს, რათა ქვეყანა ამისთვის მზად იყოს.

საუბარი შეეხო ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს. ხაზი გაესვა მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვის აუცილებლობას. პრემიერ-მინისტრმა ხელისუფლების მზაობა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე შედეგზე ორიენტირებული დიალოგისთვის კიდევ ერთხელ დაადასტურა და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია კონსტრუქციულ დიალოგს განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ევროკავშირისთვის ამ საკითხის მნიშვნელობაზე მიუთითებს დიალოგის პროცესში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ჩართულობა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს მოქალაქეების დაკავებისა და უკანონო პატიმრობის ფაქტებზე. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42