დეპუტატი ფრიდონ ინჯია ძებნილი ლევან მამალაძის შეწყალებას ითხოვს.
"იყვნენ მსჯავრდადებულები, რომლებიც თხოვნით, შუამდგომლობით, სხვადასხვა პოლიტიკური სიტუაციებიდან გამომდინარე, ამნისტირება გაუკეთა. ხალხს, რომელსაც ჰქონდა მილიონები მითვისებული და ათასი სხვა რაღაც.
რა გახდა მამალაძის შეწყალება. ადამიანი, რომელიც თითქმის 19 წელია, საქართველოში არ არის. ეს უკვე დასჯაა იმისთვის, რომ 19 წლის განმავლობაში ოჯახის წევრები შეეწირა მის ამ მდგომარეობას.
ლევან მამალაძე ჩემი არც მეგობარია, არც ნათესავია. მე ვიცნობ მას და გული მტკივა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ვერ შეძლო ჩამოსვლა ერთხელაც კი. მამის გარდაცვალება, ბიძის გარდაცვალება, კიდევ ათასი რამ. რა გახდა, რა გააკეთა ამ კაცმა, რა ოქროს ზოდები წაიღო. თუ რამე მოპარული ჰქონდა, ამ 19 წლის განმავლობაში ხომ გამოჩნდებოდა", - მიმართა ინჯიამ სალომე ზურაბიშვილს.
მასალის გამოყენების პირობები






