საქართველოში 10 404 ბავშვს სკოლაში არასდროს უვლია - უმძიმესი სტატისტიკა
პოლიტიკა - 11:52, 16 Mar, 2021     1134

უმძიმესი სტატისტიკა, რომელსაც განათლების სამინისტრო გვერდს ვერ უვლის. უწყების ინფორმაციით საქართველოში 6-16 წლამდე 10 404 ბავშვი სკოლაში საერთოდ არ დადის და არც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაშია მათ შესახებ მონაცემები.

„სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გამოვლინდა 6-დან 16 წლამდე 10 404 მოზარდი (შესაბამისი ასაკის მოსახლეობის 1,7%), რომლებსაც არ აქვთ საგანმანათლებლო ისტორია და არ არიან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაში“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, ესენი არიან სოციალურად დაუცველი ბავშვები, ასევე ეკომიგრანტები და სხვა პირები.

„ეს არიან ბავშვები ერთის მხრივ სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რამაც ძალიან გაგვაკვირვა – არის ძალიან ცოტა რაოდენობა შშმ მოზარდების, ასევე არიან ეკომიგრანტები, სხვათა შორის არიან ბავშვები, რომლებიც ბაღში არიან და როდესაც 6 წელი უსრულდებათ უნდა დატოვონ ბაღი და სკოლაში მოხდეს რეფერირება. ასევე არიან გარკვეული რაოდენობა ბავშვებისა, რომლებიც არიან საერთაშორისო სკოლებში (სკოლები, რომლებსაც არა აქვთ ქართული ავტორიზაცია)“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მისივე თქმით, შემდეგი ეტაპი იქნება მიზეზების კვლევა, თუ რატომ ვერ ახერხებენ ეს ბავშვები სკოლებში სიარულს და რატომ ვერ ხერხდება მათი კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღების უფლების განხორციელება.

„სოციალური მუშაკი არის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი შემდეგ ეტაპზე. დღეს გვაქვს სტატისტიკური მონაცემები, იდენტიფიცირებულები არიან ბავშვები. შემდეგი ეტაპი არის, რომ სოციალური მუშაკი ჩაერთოს კვლევაში. ასე ვთქვათ, კარზე მიუკაკუნოს თითოეულს. შემდეგი ეტაპი იქნება კვლევა, თუ რა არის მიზეზი, რომ ბავშვები არ დადიან სკოლაში. მიზეზი შეიძლება ძალიან ბევრი და მრავალფეროვანი იყოს. იმ შემთხვევაში, თუ კვლევით გამოვლინდება და ვერ მოახერხა განათლების სისტემაში არსებულმა სოციალურმა მუშაკმა დაიცვას ამ ბავშვის განათლების უფლება, ამ შემთხვევაში ხდება გადამისამართება ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ მუშაკთან. ეს არის მეურვეობის ორგანო, რომელმაც უკვე უნდა იკვლიოს ოჯახში არსებული პრობლემები და უკვე ორი უწყების მუშაობის საფუძველზე მოხდება, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროც ერთვება და მაქსიმალურდ იკვრება ის წრედი, რომელიც დაიცავს ბავშვის უფლებას“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

საქართველოში განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ სრული მონაცემები აქამდე არ არსებობდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მომზადებული „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 10 სექტემბერს დაამტკიცა.

წყარო: edu.aris.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42