ტრაგედია გომის მთაზე: "ცუდად გახდა, ვეღარ დადიოდა, ხელებს და სახეს ვუთბობდით, თუმცა... ჩვენც ერთმანეთზე ვიწექით, მიცვალებულს ვერ დავტოვებდით"- სიკვდილს გადარჩენილები სულისშემძვრელ დეტალებს პირველად იხსენებენ
საზოგადოება - 11:05, 16 Mar, 2021     6465
გომის მთაზე დატრიალებულმა შემზარავმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურიდან, 11 მარტს ოთხი ბიჭი, სანადიროთ წავიდა. გზაში მათ ქარბუქმა და თოვამ მოუსწრო, რის გამოც ხევს შეაფარეს თავი, თუმცა, ერთ-ერთი ახალგაზრდა, 24 წლის ვაჟა ანდღულაძე, სიცივის გამო შეუძლოდ გახდა. მეგობრებმა დაშავებული ბიჭი კარგა ხანს ხელით ატარეს, თუმცა ყინვასა და ქარბუქში მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გადარჩენილებმა 112-ში დარეკვა მხოლოდ დილის რვა საათზე მოახერხეს.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მალევე დაიწყო, რაც ორ მეტრამდე თოვამ და ქარბუქმა, ძალიან გააჭინაურა. თუმცა 10 საათიანი ძებნის შემდეგ, სამ დაკარგულ ბიჭს, ცოცხლებს მიაგნეს.

მეორე დილით მოხერხდა გარდაცვლილი ბიჭის ამოყვანაც თოვლიდან.

ვაჟიკო, როგორც მას ყველა ეძახდა სოფელ ბოხვაურში ცხოვრობდა. შემზარავ დღეს გარდაცვლილის მეგობრები დღეს პირველად იხსენებენ. სიკვდილს გადარჩენილების თქმით, ისინი გომის მთაზე სანადიროდ წავიდნენ, თუმცა ამინდი მოულოდნელად შეიცვალა და გზა ვერ გააგრძელეს.

"ერთ ადგილზე ვიყავით გაჩერებულები, მიცველებული ვერ დავტოვეთ. ხელები დავუზილეთ, თუმცა ვერაფერი ვუშველეთ. გზაში ცუდად გახდა, ფეხში ძარღვი გადაენასკვა, ვეღარ დადიოდა, თოვლში რამდენჯერმე წაიქცა. რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, წამოვწიეთ, ხელით ვატარეთ. როცა გარდაიცვალა, მისი დატოვება ვერ შევძელით. მის გვერდით იყავით, გვერდზე გვეწვა, ჩვენც ვიყინებოდით. შეშა არ გვქონდა და ბოლოს ტანსაცმელებს წავუკიდეთ ცეცხლი, სანამ გარდაიცვლებოდა, ცელებიც გავუთბეთ. არყით სახე დავუზილეთ თუმცა ვერაფერი ვერ ვქენით..."- ყვება ტვ. პირველთან ერთ-ერთი გადარჩენილი.

მისი თქმით, ბიჭები რამდენჯერმე გადავარდნენ სიმაღლიდან თუმცა არასდროს დაუტოვებიათ ერთანეთი.

"კარგი ამინდი იყო, თუმცა რომ ავედით მოულოდნელად შეიცვალა, დაიწყო თოვა, ქარბუქი და ნისლი ერთდროულად იყო. ვერაფერს ვხედავდით. როცა გავიყინეთ, მიცვალებული რომ არ დაგვეტოვებინა ერთმანეთზე ვიწექით, ერთმანეთს ვაღვიძებდით, რომ არ დაგვძინებოდა"- იხსენებს გადარჩენილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42