ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი დღეს ოპოზიციას ხვდება.
ჯერჯერობვით მედიატორთან არაა დაგეგმილი ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრა. როგორ ოპოზიციაში აცხადებენ, შეთანხმება მნიშვნელოვანია იმისათავი, რომ ქვეყანა მძიმე კრისიზისდან გამოვიდეს. ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ ქართულ ოცნებაშიი „თუ ვინმეს მაინც აქვს მცირე კეთილგონიერება, შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადადგან“.
"რთულია რაიმე დასკვნის გაკეთება თალაკვაძე-კობახიძის, შემდეგ უკვე ღარიბაშვილის ბრიფინგიდან. ეს შეთანხმება არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან", - განაცხადა მინაშვილმა.
ღარიბაშვილი ბრიუსელში მიშელთან კონკრეტული მოლაპარაკებებით უბნდა ჩასულიყო, თუმცა ვიზიტამდე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალგი ვერ შედგა. მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ დიალოგი ვიზიტის შემდგ შედგებოდა.
ბრიუსელში ვიზიტი 17 მარტამდე გაგრძელდება. კრისტიან დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება კი შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო. დენიელსონის ვიზიტი 12-14 მარტამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა უშედეგო მოლაპარაკების შედეგად, მან საქართველოში ყოფნა გაიხანგრძილვა და აღნიშნა, რომ ის ქვეყანას მანამ არ დატოვებს, სანამ არ მოხდება შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.
როგო ცნობილია, მიშელის ვიზიტის დროსოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 6 პუნქტიანი დოკუმენტი დაიდო, რომელზეც მხარეებმა შეთანხმებას უნდა მიაღწიონ. დღეს, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა 6 პუნქტიანი დოკუმენტი.
მასალის გამოყენების პირობები






