" ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ ეს არ მოხდება სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე" - ღარიბაშვილი მიშელთან შეხვედრის შემდეგ
პოლიტიკა - 23:08, 15 Mar, 2021     1298

"ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ ეს არ მოხდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.

მისივე განცხადებით, მზად არიან სამართლიანი გადაწყვეტილება იქნას მიღებული, რომელიც იქნება ყველასთვის მეტ-ნაკლებად მისაღები.

"მინდა გითხრათ, რომ დღეს გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ შარლ მიშელთან, მინდა მას კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ უშუალოდ არის ჩართული ამ მედიაციის პროცესში და მოგეხსენებათ, რომ მისი წარმომადგენელი იმყოფება თბილისში და აგრძელებს მოლაპარაკებებს როგორც ოპოზიციასთან, ასევე ჩვენს პარტიასთან. მინდა გითხრათ, რომ პროცესი გრძელდება. ჩვენ ხვალ კიდევ გვექნება დიალოგის შესაძლებლობა. ერთი რამ მინდა ცხადად განვაცხადო, ჩვენ ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ეს არ მოხდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე. ჩვენ ვართ მზად, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ეს უნდა იყოს ყველასთვის მეტნაკლებად მისაღები კომპრომისი. ჩვენ ღიად ვთქვით, თუ რა არის ჩვენი პოზიცია.

მე შარლ მიშელს გავუზიარე ჩვენი მთავრობის სახელით ჩვენი პოზიცია და ბუნებრივია, მან ყურადღებით მოისმინა ჩვენი შეთავაზებები. ოპოზიცია ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებული დესტრუქციული მანევრით ცდილობს, რომ ხელი არ შეუწყოს ამ დიალოგის პროცესს და პირიქით, გააღრმავოს ეს უფსკურული და ამის არაერთი მცდელობა ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში. იმედი მაქვს, ოპოზიცია გააგრძელებს კონსტრუქციულ დიალოგს და საბოლოო ჯამში, მთელი ცივილიზებული ევროპის და შარლ მიშელის სურვილი და ამოცანააა, რომ ჩვენ ხელისუფლებამ, ოპოზიციასთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა პარლამენტში. ეს არის ჩვენი ამოცანა, ამას როგორ მივაღწევთ, გამოჩნდება ხვალ და ზეგ, მომდევნო დღეებში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42