"მოვუწოდებთ მთავრობას, გადადგას სათანადო და მტკიცე ნაბიჯები, რათა ქალ უფლებადამცველებს საკუთარი საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება შეეძლოთ" - გაეროს სააგენტოები საქართველოში
პოლიტიკა - 22:58, 15 Mar, 2021     1462

"სამწუხაროდ, საქართველოში, ბოლო დღეების განმავლობაში მოწმენი გავხდით იმ უდიდესი აგრესიისა და სიძულვილის ენის, რომელიც სოციალური მედიით ქალთა უფლებების დამცველთა საქმიანობასთან დაკავშირებით ვრცელდება, მათ მიმართ კი ადგილი აქვს მუქარასა და ლანძღვას" , - აცხადებს გაეროს ჯგუფი საქართველოში და ქალთა უფლებების ამცველებისა და მათი საქმიანობის მხარდასაჭერად სპეციალურს განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაცია მთავრობას მოუწოდებს, გადადგას სათანადო და მტკიცე ნაბიჯები იმისთვის, რომ ქალ უფლებადამცველებს საკუთარი საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება შეეძლოთ.

"ნიუპოსტი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ქალთა უფლებების დამცველები ადამიანის უფლებების პოპულარიზაციისა და დაცვისთვის იღვწიან, იცავენ ქალთა უფლებებს და მუშაობენ გენდერული თანასწორობისთვის. სამწუხაროდ, საქართველოში, ბოლო დღეების განმავლობაში მოწმენი გავხდით იმ უდიდესი აგრესიისა და სიძულვილის ენის, რომელიც სოციალური მედიით ქალთა უფლებების დამცველთა საქმიანობასთან დაკავშირებით ვრცელდება, მათ მიმართ კი ადგილი აქვს მუქარასა და ლანძღვას.

ქალთა უფლებების დამცველები სოციალური სამართლიანობისა და ფემინისტური მოძრაობის ავანგარდში არიან. ისინი იბრძვიან გენდერული თანასწორობის განხორციელების, ქალთა უფლებების გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების რეალიზებისთვის. საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფს სურს, კიდევ ერთხელ დაადასტუროს სოლიდარობა ადამიანის უფლებათა დამცველი ქალების მიმართ, რომლებიც ადამიანის უფლებებითა და ძირითადი თავისუფლებებით თანასწორად სარგებლობისთვის იღვწიან. ქალთა უფლებადამცველები ისეთივე რისკების წინაშე არიან, როგორც ადამიანის უფლებათა სხვა დამცველები, მაგრამ, ამავდროულად, როგორც ქალები, ისინი გენდერული ნიშნით ძალადობის სამიზნეებიც ხდებიან. ხშირად მათ საქმიანობას აღიქვამენ, როგორც გამოწვევას საზოგადოებაში დამკვიდრებული ტრადიციული გენდერული და ოჯახური როლების მიმართ, რასაც სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან მტრული დამოკიდებულება მოჰყვება.

საფრთხეებისა და ძალადობის სამიზნეები არა მარტო ეს ქალები, არამედ მათი ოჯახებიც ხდებიან, რაც ქალთა უფლებადაცვითი საქმიანობის შეფერხებას ისახავს მიზნად. უნდა აღინიშნოს, რომ ქალი უფლებადამცველები უფრო ხშირად არიან ძალადობის გარკვეული ფორმებისა და სხვა დარღვევების, მცდარი წარმოდგენების, გაკიცხვისა თუ გარიყვის საფრთხის წინაშე, ვიდრე მათი კაცი კოლეგები. ქალთა უფლებების დამცველების მიმართ ძალადობის ყველა შემთხვევა სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული. COVID-19 ის პანდემიამ გენდერული თანასწორობის სფეროში არსებული მიღწევები რისკის ქვეშ დააყენა, შეინიშნება ქალთმოძულეობის საგანგაშო ზრდაც. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ახლა ქალი უფლებადამცველების საქმიანობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.

ჩვენ ვისწრაფვით უკეთესი მომავლისკენ, ამიტომ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა გენდერული თანასწორობისა და ქალებისა და გოგოების გაძლიერების შეუქცევადი პროგრესის მისაღწევად. ჩვენ ვგმობთ ქალთა უფლებების დამცველების დაშინების, მათ მიმართ მუქარის ან რაიმე ფორმით ძალადობის ნებისმიერ ფაქტს, ასევე, მათი სტიგმატიზაციის ან გარიყვის ნებისმიერ მცდელობას და მოვუწოდებთ მთავრობას, გადადგას სათანადო და მტკიცე ნაბიჯები, რათა ქალ უფლებადამცველებს საკუთარი საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება შეეძლოთ", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42