პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, "შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია" - ამის შესახებ მან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
იმედს ვიტოვებ, რომ ორივე მხრიდან კონსტრუქციული მიდგომებით, შევძლებთ ეს უთანხმოება ამოვწუროთ და შევძლოთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდეს ყველა პოლიტიკური პარტია.. თუ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პრაგმატულ ნაბიჯს გადადგამენ, ჩვენ გადავდგით უკვე პრაგმატული ნაბიჯები და ვფიქრობ, შეთანხმებას მივაღწევთ... ...დემოკრატია არის მონაწილეობა, შესაბამისად, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ მონაწილეობაზე, როგორ ვიმუშავებთ მომავალში. ეს არის ჩვენი ევროპული კოლეგების მოლოდინი,"- განაცხადა თალაკვაძემ შეხვედრის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი “ქართული ოცნების” ლიდერებს დღეს მეორედ შეხვდა.
მასალის გამოყენების პირობები






