მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი მარადისობის დღეს აფუძნებს და ოპოზიციის წინააღმდეგ ახალ კამპანიას იწყებს. მისი თქმით, 9 აპრილს ხალხს შეკრებს და მდუმარე აქციას მოაწყობს, რომელზეც ოპოზიციის მოწინააღმდეგეები შეიკრიბებიან:
"მოხდება შეკრება, გამოცხადებულია უკვე ეს დღე, 9 აპრილი წინასწარ და აუცილებლად მოხდება ეს დღე. ყველა ის ადამიანისთვის, ვინც განიცდის დღევანდელ დღეს და მნიშვნელოვნად მიაჩნია ეს თარიღი, დაფუძნდება მარადისობის დღე. ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია.
იქნება მდუმარე შეკრება, არ იქნება არანაირი მიკროფონი. არ იქნება სიტყვით გამომსვლელები. მდუმარედ ხალხი დააფიქსირებს, რომ ეს არის ის რაოდენობა ადამიანების, რომელიც არ გინახავთ თქვენ 8 წლის განმავლობაში, ქართული ოცნება რაც ხელისუფლებაშია, ჩვენ მხოლოდ ვხედავთ ოპოზიციის გამოსვლებს და პროტესტს ქუჩაში. ჩვენ იმ ხალხის რაოდენობა არ გვინახავს, ვინც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება.
ეს ორივეს ეხება, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ რაც ხდება. ძალიან ბევრ რაღაცას ძალიან ცუდად აკეთებს ხელისუფლება, ოპოზიციაზე საერთოდ აღარ მაქვს ლაპარაკი, ეს არაფერში აღარ ჯდება" - განაცხადა უცნობმა პალიტრანიუსის ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






