კრისტიან დანიელსონმა ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე მუშაობა გრძელდება და არის რიგი საკითხები, რომლებიც ჯერ არ არის გადაწყვეტილი. დანიელსონის განმარტებით, მას აქვს პრეზიდენტ მიშელისგან დაკისრებული კონკრეტული ამოცანა, რომ დაეხმაროს მხარეებს მედიაციის პროცესში:
"ჩვენ გვქონდა კარგი შეხვედრა დღეს ოპოზიციასთან, ვაპირებთ ამ შეხვედრების გაგრძელებას. მექნება შეხვედრა პრეზიდენტთან. მაქვს კონკრეტული ამოცანა პრეზიდენტ მიშელისგან დაკისრებული, რომ დავეხმარო მხარეებს მედიაციის პროცესში. დღეს დილით უკვე ვთქვი, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო უკვე ჩატარდა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არის სერიოზული საკითხები, რომელიც რჩება გადასაწყვეტი და მნიშვენელოვანია, რომ ახლა მხარეები იყვნენ კონსტრუქციულები, რათა მიიღწეს კომპრომისი", - განაცხადა დანიელსონმა.
მასალის გამოყენების პირობები






