უმნიშვნელოვანესია მელიას გათავისუფლება, რადგან სწორედ ის არის მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები - მინაშვილი
პოლიტიკა - 13:42, 15 Mar, 2021     1419

ენმ-ს წევრმა აკაკი მინაშვილმა კრისტიენ დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ იმ მთავარ პრინციპულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რაც მოლაპარაკებების პროცესში აუცილებლად გასათვალისწინებელია. მისი განმარტებით, მთავარ საკითხად კვლავ რჩება ენმ-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლება, რადგან სწორედ ის არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები:

"ნაციონალური მოძრაობისთვის" მთავარი არის პოლიტპატიმრების თემა, განსაკუთრებით, ნიკა მელიას თემა იმიტომ, რომ ის არის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები და ბუნებრივია, უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან. ამიტომ ნებისმიერ შეხვედრაზე, სადაც ჩვენ ვართ, ამ თემაზე არის ძალიან ინტენსიური საუბარი. ასევე, საუბარია გიორგი რურუაზეც და ზოგადად, ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულებაზე; ამის შემდგომ ვადამდელ არჩევნებზე. სწრაფი ვადამდელი არჩევნები არის ამ ქვეყანაში უმტკივნეულო გამოსავლის გზა. საუბარია სხვა რეფორმებზეც, მაგრამ პრიორიტეტები ესაა. „ქართული ოცნების“ ნაცვლად მე ვერაფერს გეტყვით. ჩვენ გუშინ ძალიან ცუდი რამ დავინახეთ. ეს იყო პროტესტის ელფერის მქონე ქცევა, რაც გუშინ განახორციელეს ბატონმა კობახიძემ და თალაკვაძემ და ეს პროტესტი იყო ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ, რაც ძალიან ცუდია. ჩვენი ევროპელი პარტნიორების მთავარი მიზანია, რომ იმ საკითხებზე, რომელიც ჩამოთვლილი იყო ბატონი მიშელის შემოთავაზებაში, ამ საკითხებზე მოხდეს შეთანხმება. მთელი ეს შეხვედრები ამას ემსახუურება და ძალიან კარგია, რომ შეხვედრები გაგრძელდა. ძალიან კარგია, რომ კიდევ უფრო აქტიურია ჩართულობა. ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ ქვეყანა უმტკივნეულოდ გამოვიდეს კრიზისიდან და ქვეყანაში სწრაფად, აუცილებელი რეფორმების შედეგად ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და მოხდეს ცვლილებები.

არ ვიცი დავბრუნდებით თუ არა დღეს შეხვედრაზე, მაგრამ ყველა ჩვენი პარტნიორი ამას ამბობს, რომ ეს არის განგრძობითი მოლაპარაკების პროცესი, ამიტომ ვერაფერს გამოვრიცხავთ. მთავარია, მოლაპარაკება არ შეწყდა, მთავარია, რომ მიუხედავად „ქართული ოცნების“ არასწორი ნაბიჯებისა, ჩვენი ევროპელი პარტნიორები აგრძელებენ საუბარს და შეხვედრებს. ამიტომ იმედიანად ვართ, თუმცა, კიდევ ვამბობ, „ქართული ოცნების“ ქცევის პროგნოზირება შეუძლებელია“, - განაცხადა მინაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42