წუხელ ნიკა მელია დამესიზმრა, მითხრა, ციხიდან გამოვიქეცი, შენ უნდა დამმალოო – ნატო ჩხეიძე
პოლიტიკა - 11:22, 15 Mar, 2021     1261

ნატო ჩხეიძე წერს, რომ დაესიზმრა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც ციხიდან გამოიქცა და მასთან დამალვა გადაწყვიტა. პოსტს სრულად გთავაზობთ:

„სერიიდან: ცხადსიზმარიანა…

წუხელ ნიკა მელია მესიზმრა. კარზე ზარი დაირეკა. გავაღე. ზღურბლზე ნიკა დგას.

– გამოვიქეცი ციხიდან, შენ უნდა დამმალო.

– კარგი, დაგმალავ. აქეთ წამოდი – ვეუბნები.

ბინის მეორე მხარეს გამყავს.

– შენ ამ ოთახში იყავი.

– რობოკოპები მომდევენ, უნდა შეაჩერო – მიბარებს ნიკა.

– კარგი, ვპირდები. რობოკოპები რომ მოვლენ, შენ მაშინვე ამ კარიდან გადი, მერე გვირაბს გაივლი, გვირაბი მდინარესთან გაგიყვანს, იქ ტივია, ტივი მდინარის მეორე მხარეს გადაგიყვანს, მეორე მხარეს ცხენი დაგხვდება, მოახტი იმ ცხენს და ჩახვალ პარიზში-მეთქი, დაწვრილებით ვუხსნი გაქცევის გეგმას.

თან ახლავე მტრედსაც ავაფრენ წერილით, რომ იქ დაგხვდნენ- ვაგულიანებ.

კარზე ისევ ზარია. ვაღებ. რობოკოპები დგანან.

– მელია აქ არის? – მეკითხებიან.

– არა – ვპასუხობ.

– უნდა გავჩხრიკოთ

– ვერ გაჩხრიკავთ, დეპუტატი ვარ – ვამბობ მე.

– როდისღა ხარ დეპუტატი?

– ვარ, როგორ არა ვარ-დაბეჯითებით ვპასუხობ

– რა, ხელფასს იღებ?

– არა, აცდენ სხდომებსო და არ რიცხავენ.

– სადეპუტატო დაზღვევა გაქვს?

– არა, სხდომებს აცდენო და დაზღვევაც მოხსნეს.

– კაბინეტი? მანქანა?

– არა, არა.

– აბა არ ყოფილხარ დეპუტატი.

– როგორ არ ვარ. ვარ – პირველნათქვამს არ გადავდივარ.

– რანაირად ხარ? განცხადება ხომ თვითონ დაწერე, აღარ ვარო? ხომ თვითონ დაწერე?- უკანდასახევ გზას მიჭრიან რობოკოპები.

– დავწერე, დიახ, დავწერე – ვუდასტურებ მე, მაგრამ სიაში ვარ, დეპუტატების სიაში ისევ ვარ, არ მშლიან იმ სიიდან.. აი, ასე, ვარ მე დეპუტატი და ვერ გაჩხრიკავთ.

– უკვე აშკარად შეუვალად ვამბობ და ამ ხუთი თვის განმავლობაში პირველად მიხარია, რომ დეპუტატის მანდატი ისევ მაქვს. კეისრის სიმარჯვეს ვიჩენ, თან ვედებატები რობოკოპებ, დროს ვიგებ, რომ ნიკა მელიამ გვირაბ-ტივ-ცხენს მიაღწიოს და თან მტრედს ვაგზავნი პარიზისკენ ფეხზე წერილშებმულს…

ჩემთან მოდებატე რობოკოპები ერთს კი შეავლებენ თვალს აფრენილ მტრედს, მაგრამ არც არაფერი, გარეთ ხომ 21-ე საუკუნეა და მიფრინავს მტრედი თავისთვის სადღაც, რა არის აქ საჩხრეკიო, ფიქრობენ.

არადა, პარიზში მიფრინავს ჩემი მტრედი,ნიკა მელიას ცხენს დაახვედროს მეაბჯრენი.

სიზმარია.

ორი საუკუნე რა არის სიზმრისთვის. არც არაფერი… ფერადი იყო ის სიზმარი, აბაა, მრავალფეროვანი და თანაც ფერადი. ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს? იცის ვინმემ თქვენთაგანმა სიზმრის ახსნა?

პ.ს. ნიკას ხომ არ უღებენ ციხის კარებს ნეტავ? ბრიუსელიც იქვე არ არის, სულ ახლოს პარიზთან?“, – წერს ნატო ჩხეიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42