"ყველა აღმოვჩნდით ძალიან გაურკვეველ სიტუაციაში“- ხელისუფლება მოლაპარაკებათა მაგიდის აყირავებას ცდილობს - პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ვერ ხერხდება
პოლიტიკა - 10:33, 15 Mar, 2021     1058
გუშინ დასავლელი შუამავლების მეშვეობით გამართული შეხვედრა ხელისუფლებასა და მის ოპონენტებს შორის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი კი ამ წუთებშიც ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება. შეხვედრას აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანიც ესწრება.


დიპლომატებს შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებიათ. ოპოზიციის ლიდერების თქმით, მოლაპარაკებებზე მოთხოვნა უცვლელია, რაც მედიაციის პროცესში პრობლემად რჩება. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ოცნებას დიალოგის შეფერხების მცდელობა ჰქონდა, თუმცა, დასავლელი პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ, რომ მოლაპარაკებაქ შედგეს:

"მე ვფიქრობ, რომ მთავარი პრობლემა, როგორც ჩანს რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების არგამოშვების საკითხია, მაგრამ გუშინ, მე დავინახე ქართული ოცნების მხრიდან მოლაპარაკების ფაქტობრივად შეფერხების, თუ არა ჩაშლის მცდელობა, ჩვენ დასავლელ პარტნიორებს დიდი მადლობა რომ უძლებენ ამ ფსიქოლოგიურ სტრესს", - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

"ევროპული საქართველოს" წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, დანიელსონმა მხარეებს კიდევ ერთი შანსი მისცა, თუმცა საბოლოო შედეგზე პასუხისმგებელი ამ შემთხვევაში ხელისუფლებაა:

"მოგვცეს ყველას ერთად კიდევ ერთი შანსი, კიდევ ერთი დღე, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან, ამიტომ, ამ შანსს სჭირდება გამოყენება, ჩვენ ისე როგორც წინა დღეებში სრულად ვართ განწყობილი, რომ ეს შანსი და ეს შესაძლებ​ლობა გამოვიყენოთ და შეთანხმების გზით გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან. ყველაფერი დამოკიდებულია ქართულ ოცნებაზე, განსაკუთრებით გუშინდელი საღამოს შემდეგ, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ახლა ყველაფერი, ბურთიც, პასუხისმგებლობაც, ყველაფერი არის ქართული ოცნების მოედანზე", - განაცხადა ბაქრაძემ.

"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით ყველა გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდა, როდესაც "ქართული ოცნება" საჯაროდ დაემშვიდობა დანიელსონს, მან კი განაცხადა, რომ მოალაპრაკებები გრძელდება.

"ყველა აღმოვჩნდით ძალიან გაურკვეველ სიტუაციაში, ოცნების წარმომადგენლები გამოვიდნენ, საჯაროდ დაემშვიდობნენ ადამიანს, თქვეს, რომ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე დასრულებულია, და ისინი ელოდებიან როდის დაბრუნდება ღარიბაშვილი ბრიუსელიდან ვიზიტიდან და ამის შემდეგ გაგრძელდება მოლაპარაკებები. ამის შემდეგ დაახლოებით, ნახევარ საათში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი გამოვიდა და თქვა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ენმ-ს წევრის აკო მინაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის:

"მათი განწყობით ჩანდა რომ არ სურთ ამ მოლაპარაკებების გაგრძელება. რითი ჩავა ღარიბაშვილი 16-ში ბრიუსელში, ცარიელი ხელებით ჩავა ნამდვილად. პრინციპში, უფრო დაამძიმებს მათ ვითარებას, თუ ისინი არაფრით არ ჩავლენ ბრიუსელში, ეს ხომ ცალსახაა. ეს კიდევ ერთხელ დაარწმუნებს ჩვენს მეგობრებს, რომ მათთან თანამშრომლობა უბრალოდ ძალიან რთულია" - განაცხად მინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი დღევანდელი შეხვედრების გამო კიდევ ერთი დღით გაახანგრძლივა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42