პირბადეების ტარების მაჩვენებელი 43%-მდე შემცირდა, ნუ დაიღუპავთ თავს, მესამე ტალღის დიდი შანსია - ცერცვაძე
პოლიტიკა - 18:58, 14 Mar, 2021     1105

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე , საზოგადოებას მიმართავს და სიფრთხილიესკენ მოუწოდებს , რადგან, მისივე თქმით, 70%-დან 43%-მდე შემცირდა პირბადეების ტარების მაჩვენებელი , რაც მესამე ტალღის გამომწვევი მიზეზი გახდება.

მისივე თქმით, ვაქცინაცია შედეგს რამდენიმე თვეში გამოიღებს, თუმცა მანამდე აუცილებელია, პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია.

"დრო უნდა, რომ ვაქცინამ თავისი შედეგი გამოიღოს, უნდა გავიდეს, დრო, რომ იმუნიტეტი გამომუშავდეს და მერე მივიღებთ ვაქცინაციის შედეგს. მანამდე პირბადეები, სოციალური დისტანცირება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავებაა საჭირო. ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებთ, 70%-დან 43%-მდე შემცირდა პირბადეების ტარების მაჩვენებელი, ნუ იზამთ, ნუ დაიღუპავთ თავს. 43% იცით რას ნიშნავს?! ნიშნავს იმას, რომ არის დიდი შანსი მესამე ტალღის. მთელ ევროპას ეშინია მესამე ტალღის, გერმანიის კანცლერმა მხარეების პრემიერ-მინისტრებთან შეთანხმებით გაახანგრძლივა „ლოქდაუნი“, ასე შვება ინგლისი, საფრანგეთი, ესპანეთი და ე.ი. შეიძლება შემობრუნდეს ისევ ეს ინფექცია, ისევ გამკაცრდეს შეზღუდვები, ისევ გაგვიჭირდეს ეკონომიკურად და ისევ გაგვიჭირდეს ცხოვრება. საჭიროა პირბადეები. ცოტა ხანი გავიჭირვოთ. მოდით, ვიყოთ გონიერები, ვაქცინა შემოვიდა ბოლოს და ბოლოს, ახლა რამდენიმე თვე მოვითმინოთ და პირბადეები ვატაროთ“, - განაცხადა ცერცვაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42