"მიდის საუბარი მექანიზმებზე, თუ როგორი ფორმით და რა დროს უნდა დაინიშნოს. რიგგარეშე არჩევნები" , - განაცხადა"ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისიტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისივე განმარტებით, ის 6-პუნქტიანი ჩარჩო დოკუმენტი, რომელზე შეთანხმებასაც ოპოზიცია და ხელისუფლება ცდილობს უფრო ღრმა გახდა
"თქვენ იცით, რომ ჩვენი მოთხოვნა, გარდა სხვა მოთხოვნებისა, არის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ახლა მიდის საუბარი მექანიზმებზე, თუ როგორი ფორმით და რა დროს უნდა დაინიშნოს. დეტალებში ვერ შევალ, ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია. კიდევ ერთხელ მინდა გითხართ, რომ მიმდინარეობს მოლააპრაკება, ფორმულაზე საუბარი, თუ რაიანაირი ფორმულით უნდა მოხდეს შეთანხმება ამ არჩევნებთან დაკაშვირებით", - განაცხადა მამაუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 მარტს კრისტიან დანიელსონი "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციურიპარტიების ლიდერებს შეხვდა. მედიაციის პროცესი გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






