"აღარაფერს კომენტარებს მე არ მივცემ არავის, იმიტომ, რომ ეს კვირა უნდა გავატარო მშვიდად და წყნარად, არანაირი საუბარი ეკრანზე არ იქნება" , - განაცხადა ჭყონდიდში საგანგებოდ მივლენილმს მეუფე სტეფანემ.
მისივე თქმით, მედიასთან კომუნიკაცია ბრწყინვალე შვიდეულის შემდეგ ექნება.
"აღარაფერს კომენტარებს მე არ მივცემ არავის, იმიტომ, რომ ეს კვირა უნდა გავატარო მშვიდად და წყნარად, არანაირი საუბარი ეკრანზე არ იქნება. მთავარი ჩემი სათქმელი იქნება პრესკონფერენციაზე, რომელიც იქნება ბრწყინვალე შვიდეულის შემდეგ, მაშინ ვილაპარაკებ ყველაფერზე რაც გინდათ, ნებისმიერ კითხვაზე გაგცემთ პასუხს. [...]
ხმამაღლა ვლაპარაკობ ყველაფერს, რაც მინდა ვთქვა, რაც არ მინდა ვერავინ ვერ მათქმევინებს, ის კიდე რაღაც, პროვოკაციული რაღაცეები, გავიმეორებ მხოლოდ, რომ პროვოკაციას მიწყობთ, რასაც მკითხავთ, გიპასუხებთ, პროვოკაციას აწყობთ", - თქვა მეუფე სტეფანემ საკვირაო ქადაგებისას.
მასალის გამოყენების პირობები






