"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელთან, კრისტიან დენიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა , რომ "დღეს საღამომდე, ხვალ გამთენიამდე პირდაპირ ვიტყვით, შეთანხმებისკენ მივდივართ თუ არ მივდივართ".
მისივე თქმით, ოპოზიციის პოზიციები ჯერჯერობით უცვლელია.
"ჩვენი პოზიციები ყველამ კარგად იცით, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა, თუმცა ამ მოლაპარაკებების მთავარი შინაარსი არის, რომ ევროპულმა და ამერიკულმა მხარემ, შეიძლება, საკუთარი მოსაზრება დადოს მაგიდაზე. რა იქნება ეს მოსაზრება? რა იქნება მათთვის გონივრული, ობიექტური შეთანხმების კომპრომისული ვარიანტი? ჯერ ნამდვილად არ ვიცი. ფორმატში დასავლელი პარტნიორების ფასილიტაციიდან მედიაციისკენ გადასვლა ნიშნავს, რომ დარწმუნებული ვარ მათ საკუთარი მოსაზრება ექნებათ ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით, დანარჩენი ვნახოთ რა იქნება და როგორ", - განაცხადა ვაშაძემ.
ოპოზიციასთან შეხვედრამდე კრისტიან დენიელსონი კარლ ჰარცელთან და კელი დეგნანთან ერთად უკვე შეხვდა ქართული ოცნების წარმომადგენლებს. დღის ბოლოს კი დასავლელი პარტნიორები ოპოზიციას და ხელისუფლებას გაერთიანებულ სხდომაზე შეხვდებიან.
მასალის გამოყენების პირობები






