"ზღვარს გადასული ქმედება და რელიგიური შინაარსის ღონისძიებაში, მისი ჩაშლის მცდელობით შეჭრა" - ჯაღმაიძე ჭყონდიდის ინციდენტზე მედიას ადანაშაულებს
საზოგადოება - 14:16, 14 Mar, 2021     1483

"ზღვარს გადასული ქმედება და რელიგიური შინაარსის ღონისძიებაში, მისი ჩაშლის მცდელობით შეჭრა" ,- ასე აფასებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე, 8 მარტს მარტვილში, წყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტს და ბრალს მედიასაც სდებს, განსაკუთრებით დამნაშავედ კი "მთავარი არხის" ჟურნალისტი მიაჩნია.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ შეკრებილი ხალხი მრევლი არ იყო, ვინაიდან, მისი თქმით, "მრევლი არ ამბობს "წადი, წადი-ს" და "მონებოს". აქ იყო სხვა განზრახვა, შეჭრის მცდელობა".

"ჩვენ კადრებში ვნახეთ და დღეს გავავრცელებთ სხდომაზე შიგნით გადაღებულ კადრებს, რომ იქ პირველი შეიჭრა "მთავარი არხის" ჟურნალისტი. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენ გვახსენდება, რომ სულ ცოტა ხნის წინ სწორედ ამ ჟურნალისტმა ფაქტობრივად ჩაშალა წირვის პროცესი და მრავალი ეპისკოპოსის თანდასწრებით მოხდა ეს. ეს არის იმისი დადასტურება, რაც მიმდინარეობს ეკლესიის წინააღმდეგ". - განაცხადა ჯაღმაძემ.

ჯაღმაიძე უკმაოფილებას გამოთქვამს ომბუდსმენის მიმართ და აცხადებს , რომ - "მსგავსი რამ რომ მომხდარიყო ნებისმიერი სხვა კონფესიის შემთხვევაში, მგონი ეჭვი არ გვეპარება, რომ დღეს ადამიანის უფლებების დამცველი და საერთაშორისო ორგანიზაციები ამაზე ძალიან მძაფრ განცხადებას გააკეთებდნენ".

აქვე გეტყვით, რომ კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის 8 მარტსვე განაცხადა, რომ ის, რაც მარტვილში მოხდა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

კოალიციამ დაწერა, რომ გარდა სხეულის დაზიანებისა, გავრცელებული კადრებიდან ჩანს, თუ როგორ უშლიდნენ ხელს სასულიერო პირები ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

მათ შსს-ს მიმართეს, დროული რეაგირებით შეისწავლოს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის და სხეულის დაზიანების ფაქტები. სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით შეაჩეროს მედიაზე გახშირებული თავდასხმები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42