"ნიკა მელია თუ გარეთ არ არის, რთულია რაიმე გადაწყვეტილებაზე საუბარი" - მინაშვილი დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ
პოლიტიკა - 14:02, 14 Mar, 2021     1173

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა , აკაკი მინაშვილმა , ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მთავარი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას, მათ უნდა გადმოდგან შემხვედრი ნაბიჯი იმისათვის, რომ ახალი არჩევნები ნორმალური წესით ჩატარდეს.

მისივე თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ოპოზიციის მხრიდან საუბარი თანამდებობების განაწილებას არ შეეხება და თანამდებობების სურვილი რომ ჰქონოდათ, შეიძლება "პარლამენტშიც ყოფილიყვნენ თბილ კაბინეტებში“.

"ჩვენ გვქონდა საუბარი იმ საკითხებზე, რომელიც ჩამოწერილი იყო, პრეზიდენტ მიშელის 6-პუნქტიან გეგმაში და იმ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებამ კარგად იცის - მათ შორის ვადამდელ არჩევნებთან და პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით. ნიკა მელია არის ადამიანი, რომელიც უნდა იყოს მოლაპარაკებებში და თუ ის გარეთ არ არის რთულია რაიმე გადაწყვეტილებაზე საუბარი. ეს არის ამ შეხვედრის ზოგადი შეფასება, თუმცა დეტალებში ვერ შევალ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეს იქნება განგრძობითი პროცესი. ეს არის ის ჩამონათვალი და ხედვა როგორ უნდა გადაიჭრას ქვეყანაში არსებული მძიმე კრიზისი. ყველას კარგად ესმის, რომ სიტუაცია არის მძიმე, სჭირდება გადაჭრა და ჩამოყალიბდა ის ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია ამ სიტუაციის მოსაგვარებლად. მინდა ყველას ძალიან კარგად ესმოდეს, რომ აქ არის საუბარი თანამდებობების განაწილებაზე ჩვენი მხრიდან. ჩვენ რომ თანამდებობების სურვილი გვქონოდა შეიძლება პარლამენტშიც ვყოფილიყავით თბილ კაბინეტებში. მედიატორების პოზიციაა, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ თემებზე, რომელიც ჩამოთვლილია გეგმაში, მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა და სხვა. მედიატორებმა საკუთარი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირეს, რომ უნდა მოხდეს შეთანხმება. მთავარი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას, მათ უნდა გადმოდგან შემხვედრი ნაბიჯი იმისათვის, რომ ახალი არჩევნები ნორმალური წესით ჩატარდეს. არ არსებობს ნდობა ხელისუფლების მიმართ, ინსტიტუტების მიმართ და ეს ნდობა უნდა აღდგეს“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან. ​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42