რატომ მსჯელობდნენ მელიას დაკავების საკითხზე "ოცნებაში" წინასწარ - კობახიძის განმარტება
პოლიტიკა - 12:39, 14 Mar, 2021     1446

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ,ნიკა მელიას, დაპატიმრებასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს და ამბობს, რომ მათ მელიას დაპატიმრება-არ დაპატიმრებასთან დაკავშირებით პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბება და მსჯელობა სჭირდებოდათ.

"წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ მმართველი პარტია და იცით, რომ ერთ საათში იმართება სასამართლო პროცესი, სადაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება პოლიტიკოსის პატიმრობის ან არაპატიმრობასთან დაკავშირებით. წინასწარ იმსჯლებეთ თუ არ იმსჯელებთ ამაზე. რა თქმა უნდა, წინასწარ იმსჯელებთ ამაზე. დანარჩენი არის სპეკულაციები. არ შეიძლება, რომ ასეთი მარტივი საკითხებიდანაც ვიღაცამ გამოაცხოს სპეკულაციები.

ჩვენ ვიცოდით, რომ ან მიიღებდა დაპატიმრების ან არ დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილებას და ბუნებრივია, ორივე ვარიანტთა დაკავშირებით ჩვენ გვჭირდებოდა პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბება. თუ სასამართლო არ დაპატიმრების თაობაზე მიიღებდა გადაწყვეტილებას, ამასაც შეიძლება დასჭირვებოდა ჩვენი მხრიდან პოლიტიკური განცხადების გაკეთება. რაც შეეხება დაპატიმრების თაობაზე გადაწყვეტილებას იქ სხვა რეაგირება იყო, ბუნებრივია", — განაცხადა კობახიძემ.

აქვე შეგახსენებთ, რომ კობახიძემ 12 მარტს "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ "ენმ"-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე ყოფილ პრემიემინისტრ გიორგი გახარიასა და გუნდს შორის პოზიციები 17 თებერვლის 5 საათამდე იდენტური იყო, თუმცა 5 საათის შემდეგ გახარიამ პოზიცია "უცბად შეიცვალა".






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42