"ერთადერთი შეთანხმების საგანი, რომელზეც დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ ეს არის გზა, როგორ მივალთ ამ ვადამდელ არჩევნებამდე" , - აცხადებს "ენმ"-ს ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი.
მისივე თქმით, ძალაში რჩება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა.
ამის შესახებ სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრამდე განაცხადა.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანას კრიზისიდან გამოსასვლელად სჭირდება ვადამდელი არჩევნები. ერთადერთი შეთანხმების საგანი, რომელზეც დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ ეს არის გზა, როგორ მივალთ ამ ვადამდელ არჩევნებამდე და ცხადია, პოლიტპატიმრების, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება რჩება ოპოზიციის უკლებლივ ყველა სუბიექტის მოთხოვნა, რომელიც მიგვაჩნია, რომ იქნება ნდობის აღდგენის მექანიზმი, რომ საერთოდ შეთანხმება შეთანხმება შედგეს და იყოს შესაძლებელი",- განაცხადა სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






