"თუ ის კიდევ ერთხელ გადააგდებს ქართველ ხალხს და მოატყუებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ბუნებრივია, პოლიტიკური ფასი მათთვის კიდევ უფრო ძვირი იქნება და უფრო მალე დასრულდება მათი პოლიტიკური კარიერა" , - აცხადებს "ენმ"-ს წევრი, აკაკი მინაშვილი.
"ვიზიტი გრძელდება. მე წინასწარ ვერ გეტყვით, რა დამოკიდებულება ექნება ხელისუფლებას და წამოვა, თუ არა ის შემხვედრ ნაბიჯებზე, თუმცა თუ ის კიდევ ერთხელ გადააგდებს ქართველ ხალხს და მოატყუებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ბუნებრივია, პოლიტიკური ფასი მათთვის კიდევ უფრო ძვირი იქნება და უფრო მალე დასრულდება მათი პოლიტიკური კარიერა. კრიზისს აუცილებლად დავძლევთ, აუცილებლად ვნახავთ გამოსავლის გზებს აუცილებლად ჩაინიშნება ვადამდელი არჩევნები და ის ცვლილება რომელიც საჭირო იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის",- თქვა აკაკი მინაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ამ წუთებში "ქართული ოცნების" ლიდერებს ხვდება და დღის მეორე ნახევარში ოპოზიციასაც შეხვდება.
მასალის გამოყენების პირობები






