ქობულეთში, 14 წლის ნინის მეგობარი მოზარდის რთულ ცხოვრებაზე შაბათის ფორმულასთან საუბრობს.
ბავშვის მეგობარი აცხადებს რომ ნინის, რომელმაც სექსუალური ძალადობის შემდეგ თავი მოიკლა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში უწევდა ყოფნა და მაზე ოჯახის წევრებიც ხშირად ძალადობდნენ. შაბათის ფორმულასთან საუბარში, მოზარდის მეგობარი ასევე აცხადებს, რომ ნინის ბიცოლა სკოლის მოსწავლებელია და ისინი სასწავლო დაწესებულებას მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდნენ.
"ვფიქრობ, მთელი სოფელი ვალდებული ვიყავით, რომ დავხმარებოდით ნინის, მაგრამ ვერავინ გავბედეთ, რომ გვეთქვა და ხელი გაგვეწოდა მისთვის.
ყოველთვის იყო ფაქტი, რომ ნინი დაღვრემილი, მოწყენილი იყო, ჩუმად იყო. ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ ეჩხუბა ბიძა, ეჩხუბა ბაბუა. ის ბიცოლა, არის იმ ბიძის ცოლი, რომელიც ნინიზე, სავარაუდოდ, ძალადობდა. ზუსტად ეს ცოლი არის მასწავლებელი სკოლაში. ასევე არის მეორე ნათესაური კავშირი, სკოლის დირექტორის მოადგილესთან. ყველაფერი იცოდნენ. სკოლას ინფორმაცია არც ერთმა მათგანმა არ მიაწოდა", - ჰყვება მეგობარი.
მასალის გამოყენების პირობები






