ტვ პირველის საქმის მოსამართლის სკანდალური აღიარება: "დამიჯერეთ ასე არ არის...“ - კლდიაშვილს არ გაუცია განჩინება იმაზე, რაც მის ხელმოწერილ დოკუმენრში წერია
პოლიტიკა - 21:10, 13 Mar, 2021     2985
ხელისუფლების იერიში ტვ პირველზე - მოსამართლე, რომელმაც ტელევიზიაში პროკურატურის შესვლას მწვანე შუქი აუნთო აცხადებს, რომ არ გაუცია განჩინება იმაზე, რაც მის ხელმოწერილ დოკუმენტში წერია.
ლაშა კლდიაშვილი "ნოდარ მელაძის შაბათის" სიუჟეტში ჰყვება, რომ მან მხოლოდ ეთერში გასული სიუჟეტის ამოღების თანხმობა გასცა.

"აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მე მწვანე გავუხსენი პროკურატურას და კი ბატონო, მიბრძანდით და შეიჭერით. არ არის ასე დამიჯერეთ. მე იმ სიუჟეტის ამოღების თანხმობა მივეცი, რა სიუჟეტიც გავიდა. თვითონ შუამდგომლობით რაც მომმართეს ხო ჩანს იქ განჩინებაში. მე მივეცი იმ სიუჟეტის ამოღების უფლება, რაც გავიდა, აი ის მოკლე სიუჟეტის. რისთვისაც ალბათ უნდათ საგამოზიებო ქმედებების ჩატარება, ექსპერტიზის და ა.შ." - ამბობს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილი, თუმცა რაც მან განაცხადა მისმიერ ხელმოწერილ დოკუმენტში არ წერია.

ლაშა კლდიაშვილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში კი კარგადაა აღნიშული თუ რის უფლება მისცა მან პროკურატურას:

ტვ პირველიდან პროპორციული ძალის გამოყენებით ინფორმაციის ელექტრონული მატარებლების ამოღების, რომლითაც გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდს წყარომ აუდიოჩანაწერები მიაწოდა. ასევე კონვერტი, რომელშიც პროკურატურის ელექტრონული მატარებელი იდო.

"კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს რომ ჩხრეკა ყოფილიყო არ მივცემდი ნებართვას, არ უნდა შევიდნენ და ხელი არ უნდა შეუშალონ და ჟურნალისტებს თავს არ უნდადაესხნენ. თან იმ ფორმით გამოგზავნეს წერილთ. ფაქტია პროკურორმა თავი დაიზღვია, მე მოგონა გამომძებელი მოვიდოდა, თურმე კანცელარიით გამოუგზავნია. ვერ გეტყვით, არ ვიცი, მემგონი არ აპირებს პროკურატურა შევარდნას" - ამბობს მოსამართლე.

ირკვევა, რომ როცა პროკურატურამ სასამართლოს ტელეკომპანიიდან მასალის ამოღების მოთხოვით მიმართა მოსამართლეს არ უმსჯელია. კლდიაშვილმა საკითხი მარტივად გადაწყვიტა და ძველი განჩინების შაბლონი დააკოპირა.

"3 თვეა რაც დავიწყე მუშაობა. ამოიღე ძველი განჩინებები, ჩხრეკა იქნება ეს, ჩხრეკის ნებართვა იქნება, ამოღების ნებართვა, დაკავება, მითითებული აქვთ არა მარტო ჩემს წინამოქმედ მოსამართლეებსაც და არ ვიცი მე ეს რატო გაიშუქა ასე. ეს არ არის მე არ მომიგონია. 3 თვეა დავინიშნე და რაღაცა ნიმუშებზე ჩემი სტილი ავაწყე" - ამბობს მოსამართლე.

პროკურატურამ მოქმედებები ბერას ინტერვიუს შემდეგ დაიწყო. პროკურორ ვექილიანის შუამდგომლობა სასამართლოში სამშაბათს შევიდა, მოსამართლემ კი ნებართვა იმავე დღეს გასცა. მოსამართლე კლდიაშვილი ახლა ამტკიცებს, რომ ტექსტი მან თავის თანაშემწესთან ერთად მოამზადა.

"ეს განჩინება დავჯექი ჩემს ტანაშემწესთან და გავიარეთ ერთად. ვუთხარით ეს ესე რაც იყო, აი ნამდვილად წარმოუდგენლად მიმაჩნდა, რომ ასე მოხდებოდა" - ამბობს კლდიაშვილი.

მამუკა ახვლედიანი, რომელიც წლების განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო, დარწმუნებულია იმაში, რომ მოამართლეს განჩინების ტექსტი თავად არ დაუწერია. იგი ფიქრობს, რომ მოსამართლეს ეს ტექსტი დაუწერეს და უბრალოდ ხელი მოაწერა. ახვლედიანის მონათხრობის მიხედვით მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა ნოტარიუსის ფუნქცია შეასრულა პროკურატურის თხოვნა დაამოწმა.

"მე ვფიქრობ, რომ ტექსტი მისი დაწერილიც არ არის და მიუტანეს, ხელი მოაწერინეს. ასეთ დეტალებზე, იმიტომ არის ეს ფილტრი რომ ეს არ მოხდეს. რა იცის მოსამართლემ ეს კონვერტით იყო მოტანილი ტუ სხვა მატარებლით მოტანილი. ესეც აჩვენებს იმას რომ ეს არის გაბრაზებული ადამიანის დაწერილი, რომელსაც საერთოდ არ ესმის სამართალი რა არის" - აცხადებს ახვლედიანი.

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე - პირდაპირი ტექსტით ამბობს, რომ მას მინიმალური მგრძნობელობა არ აქვს ამ საკითხზე, მას არ ესმის გამოხატვის თავისუფლების სენციტიური ბუნება. სადრაც ხელოვნურად სახელისა და გვარის შეცვლა და ხელის მოწერა უბრალოდ წარმოუდგენელია. ეს ნიშნავს, რომ არ გესმის უბრალოდ სად შედიხარ, არ გესმის მოსამართლის როლი რამდენად მინიმალური უნდა იყოს გამოხატვის ტავისუფლების პროცესში" - ამბობს ქეთევან ერემაძე.

ტვ პირველმა გაარკვია, რომ ლაშა კლდიაშვილმა მოსამართლის მანტია სამი თვის წინ ჩაივა. მანამდე შსს-ს გენერალური ინსპექციის მარალჩინოსანი იყო. უფრო ადრე კი პროკურორი. დაწინაურების ისტორია კი 216 წლიდან იწყება . შოთაძის მთავარი პროკურორობის დროს კლდიაშვილი აჭარიდან თბილისში გადაიყვანეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს კარგად ახსოვს კლდიაშვილის მოსამართლედ გამწესება.

"ერთგვარი ამოვარდნაც არის ამ ადამიანის დანიშვნა კონტექსტიდან, ვინაიდან როგორც წესი იმ ადამიანებს, რომლებიც სასამართლოში იზრდებიან და ყალიბდებიან როგორც იურისტები, გარედან მოსული კადრები ძალიან იშვიათია. ერთგვარი იშვიათი შემთხვევა და იშვიათი გამონაკლისია.როგორც ჩანს მას ჰქონდა კავშირები ხეისუფლებასთანაც და კლანთანაც და ამიტომაც გახდა მოსამართლე" - ამბობს იგი.

თბილისის საალაქო სასამართლოს ყოფილი ტავმჯდომარე, ლევან ახვლედიანი ყვება თუ რომელ კლანთან აქვს კავშირი ტვ პირველის საქმის მოსამართლეს, ლაშა კლდიაშვილს.

"ეტყობა ხელვაჩაურში გამოიჩინა ამ ადამიანმა თავი, ხელვაცაურში რამდენიმე საინტერესო იყო სასამართლოდანაც. იიქ არი თევზაძე, რომელიც შენგელიას, დღევანდელი საბჭოს წევრის ახლობელი, რომელიც შესაძლოა მათი რეკომენდატორი იყოს. სხვაგვარად ამგვარ საქმეებზე დამწყები მოსამართლე ვერანაირად ვერ მოხვდებოდა" - ამბობს ახვლედიანი.

ვინ არის ახვლედიანის მიერ ხსენებული ლევან თევზაძე - ტვ პირველმა გაარკვია, რომ ლევან თევზაძე უვადოდ არჩეული მოსამართლეა. იგი იუსტიციის უმარლესი საბჭოს წევრის, ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა. შენგელია სასამართლო სისტემმის ე.წ კლანის გავლენიანი წევრია. სავარაუდოდ სწორედ შენგელიაა ის პირი, ვინც ტვ პირველის საქმის მოსამართლეს ლობირებს, რადგან კლდიაშვილი თევზაძის მეგობარია, ის აჭარაში იმ დროს გაიცნო, როცა კლდიაშვილი პროკურორად მუშაობდა. თევზაძე კი ხელვაჩაურის სასამართლოს მოსამართლე იყო.

გავლენიან კავშირებს კატეგორიულად უარყოფს თავად კლდიაშვილი. "მე არ ვიცი ჩავაბარე გამოცდა. სკოლაში ვისწავლე...სამოქალაქო ადმინისტრაციულად ტავი ვაკალი. კარგი, ვირაცას ჰქონია რომ ვიღაცის იმით დავინიშნე, გამოცდები ხომ ჩემით ჩავაბარე, ნახეთ როგორი შედეგები მაქვს" - ამბობს კლდიაშვილი.

მოსამართლე ლაშა კლდიაშვილი აცხადებს, რომ არაა წიააღმდეგი თუ მის გადაწყვეტილებას ტვ პირველთან დაკავშირებით ზემდგომი ისტანცია გაასაჩივრებს. ბოლოს კი კლდიაშვილმა, ჟურნალიტურ გამოძიებაში მოყვანილი ძალადობის ფაქტებიც დაგმო:

"ვნახე შაბათის ეთერში გასული კადრები, ნებისმიერ ძალადობას ვგმობ ვიღაცა თუ იძალადებს, მე ვერ ვეტყვი იმას, რომ შენ კარგი ბიჭი ხარ,ძალადობას ვგმობ" - ამბობს ლაშა კლდიაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42