კობახიძემ აღიარა, რომ მელიას საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლომ კი არა, "ოცნებამ" მიიღო - ოპოზიცია
პოლიტიკა - 18:58, 13 Mar, 2021     1655

"ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება ენმ-ს ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებაზე გიორგი გახარიას პოზიციის "უცბად შეცვლის" შესახებ ოპოზიციის ლიდერებმა შეაფასეს როგორც აღიარება.

ოპოზიციის ლიდერების თქმით, კობახიძემ დაადასტურა, რომ მელიას დაკავებაზე გადაწყვეტილება არა სასამართლომ, არამედ ქართულმა ოცნებამ მიიღო.


საუბარია "ოცნების" ტავმჯდომარის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც კობახიძემ თქვა, რომ გიორგი გახარიასა და გუნდს შორის პოზიციები 17 თებერვლის 5 საათამდე იდენტური იყო, თუმცა 5 საათის შემდეგ გახარიამ პოზიცია "უცბად შეიცვალა".

"ეს ნიშნავს, რომ არა სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, არამედ მათ მიიღეს. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ ჩვენს ქვეყანაში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება. ახლა მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მივმართო - სანამ პოლიტიკური იქნება მართლმსაჯულება ჩვენს ქვეყანაში, არც ინვესტიციები შემოვა, არც სამუშაო ადგილები შეიქმნება, არც დემოკრატია განვითარდება", - განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, იციან რომ მელიას დაკავება ნამდვილად ასე გადაწყდა. მისივე თქმით, ეჭვი მხოლოდ იმაში შეაქვს, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ქართულმა ოცნებამ მელიას დაკავებაზე იმსჯელა და ჰგონია, რომ მათ უკვე მიღებული გადაწყვეტილება განიხილეს.

"როცა იტყუები ხომ, რეტროაქტიულად ბევრჯერ დაიწვები ხოლმე. ეს თუ ასე იყო, მე ვიცი, რომ ასე იყო და ეს ნამდვილად ასე არის. სამწუხაროდ, ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ეს ასე არის და მელიასთან დაკავშირებით და ყველა სხვა საქმეზეც, წინასწარ იციან რომ სასამართლო იმას გააკეთებს, რაც უნდა მთავრობას და ჯერ მსჯელობენ რა ქნან. მე მანდ ერთადერთი რასაც ეჭვს შევიტანდი, ის არის, რომ მსჯელობდნენ. მე მგონია, რომ უბრალოდ გადაწყვიტა, უთხრეს და უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე მიდიოდა კომენტირება. მაგრამ ნიშანდობლივი წამოცდენაა", - განაცხადა ბოკერიამ.

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ამაში სიურპრიზი არაფერია და ეს გახარიას გადადგომის განცხადებაშივე ჩანდა, კობახიძემ კი დაადასტურა.

"მე მგონი ამაში სიურპრიზი არ არის. ბატონი გახარია, როდესაც გადადგა, მან საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომ მისი წასვლის მიზეზი იყო ის, რომ პოლიტიკურ საბჭოსთან ვერ შეთანხმდნენ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით. უკვე ჩანდა, რომ პოლიტიკურ საბჭოზე განიხილება საქართველოში მართლმსაჯულების საკითხები. კობახიძემ უბრალოდ დაადასტურა, სიახლე ამაში არაფერი ყოფილა", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე კი აცხადებს, რომ ეს ერთადერთი "აღიარება" არ ყოფილა და ამაზე მიანიშნებდა ხელისუფლების რიტორიკა და უწყებების ქცევა.

"ეს არ არის ერთადერთ აღიარება. ჩემთვის ძალიან მკაფიო სიმპტომი იყო მაგალითად ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ქვედანაყოფების განლაგება ენმ-ს ოფისთან მაშინ, როცა სასამართლო სხდომა მიმდინარეობდა და ჯერ არ იყო დასრულებული. ჩემთვის ძალიან მკაფიო სიმპტომია ყოველთვის ის, რომ პოლიტიკოსებისა და უმრავლესობის განცხადებები წინ უსწრებს მინიმუმ 2-3 დღით პროკურატურის განცხადებებს და როგორც წესი, რაზეც საუბრობს უმრავლესობა, შემდეგ იმმას აკეთებს პროკურატურა და იმას აკანონებს სასამართლო", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42