პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები - ოპოზიცია დანიელსონთან საკუთარი წინადადებებით მივიდა
პოლიტიკა - 17:35, 13 Mar, 2021     2065

ოპოზიციური პარტიებისა და კრისტიან დანიელსონის შეხვედრა დასრულდა. როგორც ოპოზიციურმა პარტიების ლიდერებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, მათი პოზიცია პოლიტპატიმრების გამოშვებასთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია.

"მასპინძლები ჯერჯერობით ისმენენ ინფორმაციებს პოლიტიკური პარტიების განწყობაზე და შემოთავაზებულ წინადადებათა განხილვასთან დაკავშირებულ თანამიმდევრობას. ეს ორი დღე იქნება ძალიან დაძაბული. შეხვედრაზე დავაფიქსირეთ პოზიცია, ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წელს, რაც შეიძლება ჩქარა" - აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშილი შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციამ ექვსივე საკითხთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია გამოხატა. მისი თქმით, ხვალ, 14 მარტის საღამოს გახდება ნათელი, რეალულრად უნდა თუ არა ქართულ ოცნებას მოლაპარაკებები.

"ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი მკაფიო პოზიცია ექვსივე საკითხთან დაკავშირებით, სადაც გამოვყავით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულია პოლიტიკური პატიმრების საკითხი და რიგგარეშე არჩევნების საკითხი დანარჩენი. სავარაუდოდ ჩვენ დღესვე გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა, თუ არადა ხვალ გვექნება ერთი ან ორი შეხვედრა. ალბათ, ევროკავშირიც ჩამოაყალიბებს თავის პოზიციას ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ქართულ ოცნებას, წინასწარ არ შევიქმნი ილუზიას, რომ ქართული ოცნება აუცილებლად კომპრომისებით მოვა საერთო შეხვედრაზე.

მე ერთი რამ შემიძლია ცალსახად ვთქვა, ხვალ საღამოს ჩვენ გვეცოდინება, ქართულ ოცნებას უნდა მოლაპარაკებები, თუ მოლაპარაკებობანას თამაში. არამარტო ჩვენ, არამედ ევროპულ მხარესაც ეცოდინება ეს". - თქვა ვაშაძემ.

"ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები მომავალშიც გაგრძელდება და შესაძლებელია, "დღეს ან ხვალ" მხარეების შორისაც გაიმართოს შეხვედრა.

"როგორც იცით ახლა დასრულდება ოპოზიციასთან შეხვედრების პირველი რაუნდი. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, შუამავლებს დასჭირდებათ გარკვეული დრო, რომ თავად ჩამოყალიბდნენ საკუთარ წინადადებაში და იმაში თუ როგორ აგრძელებენ მოლაპარაკებას და უკვე ამის შემდეგ, დღეს დღის მეორე ნახევარშივე განახლდება მოლაპარაკებები, რა ფორმატით იქნება შემდეგი რაუნდი, ამას წინასწარ მე ვერ გეტყვით, მაგრამ ვვარაუდობ, რომ იქნება შეხვედრები ცალკე ოპოზიციასთანაც და დიდი ალბათობით იქნება შეხვედრა ოპოზიციას და ხელისუფლების მონაწილეობით", - ამბობს დავით ბაქრაძე.

რაც შეეხება პლებისციტის საკითხს, როგორც "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ თქვა, იმ შემთხვევაში, თუ ევროპული საბჭოს, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული ყველა პუნქტი შესრულდება, პარტია პლებისციტზე თანახმა იქნება.

"ჩვენი აზრით, ყველა სხვა საკითხი თუ წყდება, მელია თავისუფალია, რურუა თავისუფალია, საარჩევნო სისტემაზე, რეგულაციებზე, რა გზითაც გვჭირდება სვლა და რაც შეთავაზებებშია, სხვა მნიშვნელოვანი პუნქტები, რომელიც არის პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში იქაც ვიძვრით და დარჩა ეს საკვანძო სკითხი და აქ კომპრომისი გახდა აუცილებელი, რომ ხალხს ვკითხოთ სურთ თუ არა ვადამდელი არჩენების ჩატარება, ამ ყველაფრის შეცვლის შემდეგ, დიახ ჩვენ ამაზე თანახმა ვიქნებით",-თქვა ბოკერიამ.

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შეფასებით კი კრიზისიდან გამოსვლის ყველაზე კარგი საშუალება, დემოკრატიული საშუალება და ევროპული საშუალება არის ახალი არჩევნები, სასამართლო რეფორმა, პოლიტპატიმრებისა და პოლიტიზებული საქმეების ერთხელ და სამუდამოდ დამთავრება:

„შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური. მგონი არის სრული გაგება და რაც ყველაზე მთავარია, ბატონი დანიელსონისგან არის ძალიან ღრმა ცოდნა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა, არამარტო წლევანდელ ასპექტში და ბოლო არჩევნებთან მიმართებაში, არამედ იგი ძალიან ღრმად არის გათვითცნობიერებული ჩვენი ქვეყნის წინა კრიზისებთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, შევთანხმდით, რომ ყველამ კონცენტრაცია უნდა გავაკეთოთ მომავალზე, რადგან გამოსავალი არის მომავალში და ეს არ უნდა იყოს აღქმული „ქართული ოცნების“, ან ოპოზიციის მხრიდან, რომ ვიღაცა ვიღაცას უგებს. ამ შემთხვევაში, აღქმული უნდა იყოს ეს პროცესი ისე, რომ ჩვენ ახალი ფურცელი უნდა დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობაში, ქვეყნის მომავალ მშენებლობაში და სწორედ ეს არის ჩვენი, ყველას ფოკუსი და აქ არ უნდა იყოს დამარცხებული ან გამარჯვებული, გამარჯვებული უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფო მიაღწევს გამარჯვებას თუ ჩვენ მოვახდენთ გადატვირთვას, ჩვენ მოვახერხებთ იმ კრიზისის ერთიანად, ერთობლივად დაძლევას და მივალთ იმ წერტილამდე სადაც ქვეყანა დაიწყებს ნამდვილად ევროპული გზით ცხოვრებას“, – განაცხადა ხაზარაძემ.

რაც შეეხება მომდევნო ორი დღის განმავლობაში კრიზისის დაძლევის შესაძლებლობას, ხაზარაძის თქმით, სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს.

„იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს. დღევანდელი დიალოგი ამის საფუძველს ნამდვილად მაძლევს, რომ გაგება არის. ჩვენ არ მოგვისმენია რაღაც განსაკუთრებული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანამ სხვა გზით უნდა იაროს. არ ვლაპარაკობთ ისეთ რაღაცებზე, რაც მიუღებელია ევროპული ყურისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაში ახალ პოლიტიკურ რეალობაზე და კრიზისიდან გამოსვლაზე. კრიზისიდან გამოსვლის ყველაზე კარგი საშუალება, დემოკრატიული საშუალება და ევროპული საშუალება არის ახალი არჩევნები, ეს არის სასამართლო რეფორმა მთლიანად, ეს არის პოლიტპატიმრების და ასევე პოლიტიზებული საქმეების ერთხელ და სამუდამოდ დამთავრება ამ ქვეყანაში და სხვა პუნქტები, რომელიც შარლ მიშელის ექვსპუნქტიან შეთანხმებაში იყო ჩამოწერილი“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნების გარეშე კრიზისის დაძლევა ვერ მოხდება.

„ჩვენი გადასახედიდან რიგგარეშე არჩევნების გარეშე ჩვენ ამ კრიზისს ვერ დავძლევთ და ეს არის ძალიან მკაფიოდ გაცხადებული ჩვენი მხრიდან, გამორიცხულია, რადგან ქვეყანა არის გაჩერებული. ქვეყანა არის ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში. ქვეყანას სჭირდება სრულად პროპორციული არჩევნები, ქვეყანას სჭირდება ძალიან კონკრეტული პროგრამა, ანტიკრიზისული პროგრამა, რომელიც ძალიან მოკლე დროში, კოალიციური მთავრობის პირობებში გამოიყვანს ამ ქვეყანას კრიზისიდან“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42