როგორ აღიქვა მმართველმა პარტიამ ირაკლი კობახიძის აღიარება - მამუკა მდინარაძე პარტიის თავმჯდომარის აღიარებაზე ირონიით საუბრობს და აცხადებს, რომ მზადაა, მას კიდევ უფრო მეტი სკანდალურობა შესძინოს.
"აღიარება და სკანდალურობა მინდა შევძინო ამ ყველაფერს: არათუ იმ დროს, როცა სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, წინადღეების განმავლობაშიც ვმსჯელობდით ამ თემაზე, ორად ორი ვერსია იყო: ან დააკმაყოფილებდა შუამდგომლობას მოსამართლე, ან არა. ერთერთი ვერსიის შესახებ ვმსჯელობდით, შემდეგ აღსრულებაზეც და არათუ პოლიტსაბჭოს ნაწილზე, უმრავლესობის სხდომაზეც ვმსჯელობდით დღეებით ადრე და ეს სკანდალური აღიარება მინდა დავამატო", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა, რომ გიორგი გახარიას ნიკა მელიას დაკავების ორი დღით გადადება უნდოდა.
მასალის გამოყენების პირობები






